ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, NBA-ის ოთხგზის ჩემპიონი შაკილ ო’ნილი ხუთ წელზე მეტია, მუსიკის შექმნით არის დაინტერესებული. მუსიკალურ სივრცეში DJ Diesel-ის სახელით ცნობილი შაკილ ო’ნილისთვის მუსიკა არამხოლოდ გართობად, არამედ სერიოზულ პროფესიადაც იქცა. იგი გრანდიოზულ კონცერტებს მართავს და ქმნის მუსიკას. მისი ცნობილი ღონისძიებებია Shaq’s Fun House და Shaq’s Bass All Stars Festival, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ხშირად უკრავს ისეთ ცნობილ ფესტივალებზე, როგორიცაა Lost Lands, Elements, Breakaway და მაიამის ღამის კლუბში E11even.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუსტად 6 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც შაკილ ო’ნილი Tomorrowland 2019-ის ფესტივალზე “მოშინგის” დროს დააფიქსირეს. მოგვიანებით კი მან Billboard-თან ინტერვიუში განმარტა, რომ ელექტრონულ მუსიკაში უყვარს ის ენერგია, რომელიც NBA-ს გადამწყვეტ თამაშებსაც თან სდევს.
შაკილ ო’ნილის უახლესი პროექტია EP, სახელწოდებით M.D.E. აბრევიატურა კი ასე იშიფრება: Most Dominant Ever (ყველაზე დომინანტური, ვიდრე ოდესმე). ალბომი 18 ივლისს Monstercat-ის ლეიბლის მეშვეობით გამოიცა, ის ცხრა ტრეკს და კოლაბორაციებს აერთიანებს.
შაკილ ო’ნილი ჩანაწერის შექმნის პროცესს აღწერს და თითოეულ ტრეკს დეტალურად განიხილავს:
M.D.E. – (Rzrkt-თან კოლაბორაცია)
ეს ტრეკი მაშინ შეიქმნა, როცა Rzrkt-ს თხოვნით მივმართე, რათა ერთად შეგვექმნა ეპიკური შოუს ინტრო. მინდოდა, კინემატოგრაფიული ატმოსფერო შეგვექმნა, ისეთი, თითქოს ფილმი იწყებოდა, რომელიც ომს ასახავს. მსურდა, აუდიტორიას ეგრძნო, თითქოს ბრძოლის ველზე გავდიოდით, სადაც ნელი, დახვეწილი დასაწყისი და შემდეგ მზარდი ენერგია იქნებოდა. როდესაც ხალხის რეაქცია თავად ვიხილე, მივხვდი, რომ EP-ის შესავალიც ეს უნდა ყოფილიყო. ძალიან მომწონს ქალის ხმის ტემბრი, რომელიც ფონად გასდევს ტრეკს, ვფიქრობ ამ პროექტში ეს ჩანაწერი ყველაზე დომინანტურია.
Animal – (SampliFire და Ivory-სთან კოლაბორაცია)
ენდიმ (Ivory) და მე ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ტრეკი შევქმენით: Run It, Moshpit და ახლა Anima. წინ კიდევ ბევრი გამოუქვეყნებელი ნამუშევარი გვაქვს. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალ იდეებზე. სემი (SampliFire) და Ivory ახლო მეგობრები არიან და როდესაც Lost Lands-ზე ერთად ვიყავით, ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა რამე ერთობლივად. ორი წლის შემდეგ კი Animal ამ EP-ში შევიდა.
Damage (Virtual Riot-თან კოლაბორაცია)
ყველამ იცის, რომ Virtual Riot ნამდვილი ლეგენდაა ბას-სცენაზე. პირველად Electric Forest-ზე შევხვდით და მას შემდეგ მუდამ გვაქვს კავშირი, ერთმანეთს სულ ვუზიარებთ ახალ მუსიკას, მალევე VR-მა ახალ ტრეკზე მუშაობა შემომთავაზა, იმ ჟანრში, რომელშიც მანამდე არ მიმუშავია და მოხდა სასწაული, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ჩანაწერი ჩემს დისკოგრაფიაში.
Run It (Ivory-სთან კოლაბორაცია)
Ivory ერთადერთი არტისტია, რომელიც ამ EP-ში ორ კომპოზიციაში მონაწილეობს. ეს იმიტომ, რომ იგი იდეების უშრეტი წყაროა და არასდროს მიცრუებს იმედებს. ის ბას მუსიკის სტეფ კარია. სტეფ კარი კი მე ძალიან მიყვარს. კომპოზიცია Run It მას შემდეგ შეიქმნა, რაც Ivory-ს ერთ-ერთი ტრეკი ძველი ჰიპ-ჰოპ შესავალით მოვისმინე. მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ინსტრუმენტალი უნდა ჩამერთო. ამიტომ პირველი ტექსტი ასე დავწერე: Hop on the instrumental with ease.
Pay Respect (GorillaT და Fraxure-თან კოლაბორაცია)
როცა პირველად მოვისმინე და ვნახე GorillaT, მაშინვე მივხვდი, რომ ის განსაკუთრებული იყო. მისი უნიკალური ჟღერადობა და ენერგია ძალიან მიყვარს. GorillaT-მა გამაცნო Red Rocks-ზე – Fraxure და შეიძლება ითქვას, ის ამ მუსიკალურ სივრცეში ნამდვილი მონსტრია. მაშინვე გადავწყვიტეთ ერთობლივი ტრეკის შექმნა. მსურდა, ჩვენი მუსიკალური სტილის შერწყმით აგრესიული და უცნაური ჟღერადობა მიგვეღო. ვფიქრობ, Pay Respect ზუსტად ამას ასახავს.
Bring the Pain (Layz-თან კოლაბორაცია)
Layz – ბასის მეტეოროლოგია. მას შემდეგ, რაც ბას მუსიკაში შევაბიჯე, ლაილა (Layz) ჩემი მეგობარია. ის ყოველთვის დიდი გულშემატკივარი იყო DJ Diesel-ის. როცა მივხვდით, რომ საერთო ტრეკი არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად მძიმე ტრეკი შეგვექმნა. ჩვენი მიზანი ქარიშხალის ენერგიის მიღება იყო და ვფიქრობ, ამას მივაღწიეთ. სხვათა შორის, Layz ერთადერთი ადამიანია, ვისაც შეუძლია ჩიფსების მთელი შეკვრა თავზე დამაცალოს და არ დაისაჯოს. თუ არ იცით, რას ვგულისხმობ, ნახეთ ჩემი Instagram გვერდი – @DJDiesel.
Fadeaway (Benda-სთან კოლაბორაცია)
Benda-ს მუსიკა პირველივე დღიდან ჩემი სეტის საყრდენია. ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი საუკეთესო პროდიუსერია. Fadeaway-შიც ჩანს, რომ ფენომენალური სიმღერების ავტორია. ამ ტრეკში თავი ტრევის სკოტად ვიგრძენი. ის ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარია, ამიტომ ეს ტექსტშიც ხაზგასმულია. Benda-ს ძალიან კარგად გამოსდის ჰიპ-ჰოპიც, ამიტომ ეს ჟღერადობაც ჩავრთეთ სიმღერაში.
Throwin’ Bows (Perry Wayne-თან კოლაბორაცია)
Perry Wayne-თან კოლაბორაციას დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდი. Throwin’ Bows-ს თავდაპირველად Moshpit-ის რემიქსად მოვიაზრებდი, მაგრამ პირველი ვერსიის მოსმენის შემდეგ მივხვდი, რომ ის დამოუკიდებელი ტრეკი უნდა ყოფილიყო, რომელში მონაწილეობასაც Perry-მიიღებდა. მას გამორჩეული სტილი აქვს და აგრესიულ მუსიკას ქმნის, რაც ჩემთვის საოცრად მიმზიდველია. გადავწყვიტე, ვოკალი მინიმუმამდე დამეყვანა, რათა კომპოზიციას მსმენელთან თავად ესაუბრა. Perry-ს ჩემს არაერთ შოუში მიუღია მონაწილეობა, მათ შორის Shaq’s Bass All Stars Festival-ზეც.
Show Em (Neotek-თან კოლაბორაცია)
ეს არის კიდევ ერთი ტრეკი, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა. Neotek ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული არტისტია. ის ახალგაზრდა და მოტივირებულია, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იგი ავსტრალიიდან დენვერში, ბას მუსიკის დედაქალაქში გადმოვიდა საცხოვრებლად, რათა ოცნება აეხდინა. ეს ტრეკი უკვე აღნიშნეს ბას მუსიკის უდიდესმა ფიგურებმა Excision-მა და Sullivan King-მა, რაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.