პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი Billboard-ისგან

Doja Cat, Kid Cudi, Offset, Deftones და სხვა არტისტები – Billboard მკითხველს კვირის მნიშვნელოვანი რელიზების სიას სთავაზობს.
Doja Cat
JACOB WEBSTER

Billboard-ის პარასკევის მუსიკალური გზამკვლევი (Friday Music Guide) კვირის მნიშვნელოვან რელიზებს გთავაზობთ – იმ სიმღერებს, რომლებიც დღეს ყურადღების ცენტრშია და რომლებიც შემდეგი დღეების ფლეილისტების პოტენციური ლიდერია. 

ნახეთ კვირის რჩეული რელიზები:

Doja Cat – Jealous Type

Doja Cat-ს მსმენელი იცნობს, როგორც მომღერალს და ასევე, როგორც რეპერს, თუმცა ახალ სინგლში – Jealous Type ის თითქოს ორ ეპოქას შორის დგას: სიმღერა მისი მომავალი ალბომიდან Vie 80-იანი წლების რიტმული პოპის გავლენების მატარებელია, თუმცა Doja მას თანამედროვე შტრიხებით ავსებს. 

Laufey – A Matter of Time

Laufey-ს კარიერული გზა უნიკალურია – ჩინელ-ისლანდიელი მომღერალი, კომპოზიტორი და მულტიინსტრუმენტალისტი, რომელიც ჯაზს აცოცხლებს და კლასიკურ პოპს ოსტატურად ასრულებს. სწორედ ამიტომ არის მისი ახალი ალბომი A Matter of Time ასეთი გამორჩეული. ეს ალბომი არ ექვემდებარება არც ჟანრობრივ და არც ამბის თხრობის ჩარჩოებს და მათ საზღვრებს სცდება. 

Sombr – I Barely Know Her

ამ არტისტის სინგლები – Back to Friends და Undressed ჰიტებად შემთხვევით არ ქცეულა: Sombr (ნამდვილი სახელი შეინ ბუზი) შესანიშნავად აერთიანებს პოპ-მელოდიებს გულწრფელ ვოკალურ ინტერპრეტაციასთან, რაც ალტერნატიული რადიოსადგურებისთვის იდეალური მასალაა. სადებიუტო ალბომში – I Barely Know Her მუსიკოსი მრავალ ჟანრს ეხება – საცეკვაო ფანკიდან დაწყებული, დამაფიქრებელი ფოლკ-ბალადებით დასრულებული. 

BigXThaPlug – I Hope You’re Happy

I Hope You’re Happy დალასელი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავის ნამუშევარია, რომლის ფარგლებშიც ის თანამშრომლობს: ჯელო როლთან, დარიუს რაკერთან, ლუკ კომბსთან და ელა ლენგლოსთან, ხოლო BigX ენერგიულ რეპ ვერსებს ასრულებს. I Hope You’re Happy არტისტის გულწრფელი, კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და სახალისო ალბომია.

Kid Cudi – Free

Kid Cudi-ს შემოქმედება ბევრ მიმართულებას მოიცავს, ამიტომ მისი ყოველი ახალი ალბომი საინტერესო სიახლეებით არის სავსე. ალბომი Free ამართლებს სახელწოდებას: სიმღერები სავსეა გამბედავი ტექსტებითა და მუსიკალური ექსპერიმენტებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია Truman Show.

Stray Kids – KARMA

მსოფლიო ჩარტებისა და საკონცერტო სტადიონების დაპყრობის შემდეგ, სამხრეთ კორეული ბოიბენდი Stray Kids – ახალ ალბომში KARMA – საკუთარ თავს გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩანაწერში ისევ მრავლად არის ენერგიული ელექტრო-რეპ-პოპი, თუმცა In My Head და Ghost ჯგუფის მუსიკალურ ზრდას უსვამს ხაზს.

Offset – KIARI

KIARI Offset-ის ყველაზე პირადულ პროექტად იქცა. Migos-ის წევრი რეპერი აქ საკუთარ ცხოვრებასა და კარიერულ აღმავლობაზე ჰყვება. ალბომის ჩაწერის ფარგლებში მან არაერთ ვარსკვლავთან ითანამშრომლა. მათ შორის არიან: Gunna, Teezo Touchdown, YoungBoy Never Broke Again და Key Glock.

რედაქტორის არჩევანი: Deftones – Private Music

ამერიკული ალტერნატიული მეტალ ბენდი Deftones უკვე 30 წელია, სცენაზეა და დღეს უფრო დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე ოდესმე. Private Music ბენდის ატმოსფერულ ჰარდ-როკში რადიკალურად არაფერს ცვლის, მაგრამ Infinite source და Cut hands გაცილებით მეტი ტემპითა და ენერგიით გამოირჩევა, ვიდრე ბოლო ალბომებში შესული სინგლები და  ბენდისთვის დამახასიათებელი ბნელი ატმოსფერო ახალ სიმაღლეებზე აჰყავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტმა კრიპტოვალუტა, სახელწოდებით Yeezy Money გამოუშვა

შემდეგი სტატია

დრიუ ბერიმორი SZA-სთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს Drew Barrymore-ის ვიდეოკლიპის გადასაღები მოედნიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK-ის LISA-მ ახალი სოლო ნამუშევარი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კომპოზიცია პირველი რელიზია LISA-ს დაანონსებული EP-იდან, სახელწოდებით – Press Play, რომელიც 23 ოქტომბერს გამოვა.
მეტი

Quemmekh-ის დაანონსებული შოუს კამპანია გრძელდება – ნახეთ Unburned-ის ახალი პოსტერი და მოკლემეტრაჟიანი ფილმი

25 და 26 სექტემბერს მულტიფუნქციურ სახელოვნებო სივრცე Factory Tbilisi-ში Quemmekh-ის მუსიკალური შოუ ჩატარდება, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ მაცხონაშვილია.
მეტი

ოლივია როდრიგო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას პოპვარსკვლავებთან დაპირისპირების  გამო აკრიტიკებს

„ვფიქრობ, ეს ერთგვარი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი იყენებენ. პოპვარსკვლავებთან დაპირისპირება შესანიშნავი სატყუარაა, სანამ ისინი სხვა საშინელ რამეებს აკეთებენ,” – აღნიშნა როდრიგომ.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი
ედ შირანი - 2025 წლის 12 დეკემბერი, ნიუ-იორკი. John Nacion/Billboard

ედ შირანის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, რომლის შედეგადაც ექვსი თანამშრომელი დაზიანდა, დეტროიტში იძიებენ

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტის დასრულების შემდეგ, სცენის დემონტაჟის დროს, ტექნიკური ჯგუფის წევრებს ჩამოვარდნილი აღჭურვილობის ნაწილები დაეცათ.
მეტი