პატი სმითი საკულტო სადებიუტო ალბომის – Horses 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად ჩანაწერის ახალ გამოცემას წარადგენს

ახალ გამოცემაში შესულია აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერებიც.

1975 წელს გამოცემული პატი სმითის სადებიუტო ალბომი – Horses 10 ოქტომბერს Legacy Recordings-ის მიერ ხელახლა გამოვა. ეს იქნება ალბომის 50 წლის იუბილესთვის შექმნილი ვრცელი ვერსია, რომელიც ორმაგი ვინილის და ორმაგი CD-ის ფორმატში გამოიცემა. Horses არის კლასიკად აღიარებული ალბომი, რომელმაც მსოფლიოს პირველად გააცნო სმითის უნიკალური „პანკ-პოეზიის“ სტილი. ახალ გამოცემაში შევიდა თავდაპირველი რვა-სიმღერიანი ჩანაწერი, რომელსაც ხელახლა ჩაუტარდა მასტერინგი. გარდა ამისა, დამატებულია აქამდე გამოუქვეყნებელი მასალები და იშვიათი ჩანაწერები. კარგად ნაცნობ კომპოზიციებთან ერთად („Gloria“, „Redondo Beach“, „Birdland“, „Land“) ასევე მოხვდა აქამდე უცნობი სიმღერები: ენერგიული ჯაზ-როკის ჟანრის „Snowball“, „Birdland“-ის ალტერნატიული ვერსია, ასევე „Distant Fingers“, „The Hunter Gets Captured By the Game“ და „We Three“.

საუბილეო გამოცემის კიდევ ერთ სიახლეს წარმოადგენს „Gloria“-სა და „Redondo Beach“-ის დემო ვერსიები, რომლებიც არტისტმა ლეიბლ RCA-ში ჩაწერა, ასევე „Kimberly“-სა და „Break It Up“-ის ალტერნატიული ჩანაწერები. 

Horses 1976 წელს Billboard 200-ის ჩარტში 47-ე ადგილს იკავებდა. 2009 წელს ალბომი აშშ-ის ეროვნულ აუდიო-რეესტრში შეიტანეს, ხოლო 2021 წელს გრემის დიდების დარბაზშიც მოხვდა.

გარდა ამისა, 4 ნოემბერს სმითი გამოსცემს მემუარს, სახელწოდებით Bread of Angels, რომელიც გამომცემლობა Random House-ის განცხადებით, მისი ყველაზე ინტიმური ნამუშევარია. წიგნში სმითი იხსენებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბავშვობას ფილადელფიასა და სამხრეთ ნიუ ჯერსიში; ახალგაზრდობას, როდესაც პირველად დაუახლოვდა ხელოვნებას; პანკ-როკის ლეგენდად ჩამოყალიბების პერიოდს და ასევე იმ დროს, როცა ოჯახი შექმნა.

288-გვერდიანი წიგნი არ არის პატი სმითის პირველი ლიტერატურული ნამუშევარი. 2010 წელს მან გამოსცა მემუარი –  Just Kids, რომელიც ფოტოგრაფ რობერტ მეპლტორფთან მის ურთიერთობას ასახავდა, ამის შემდეგ კი ცნობილი წიგნი – M Train (2015).

Horses-ის იუბილეს აღსანიშნავად, პატი სმითი შემოდგომაზე მსოფლიო ტურნეს დაიწყებს, რომელიც 6 ოქტომბერს დუბლინში, 3Arena-ზე გაიხსნება და 10 ნოემბრიდან ჩრდილოეთ ამერიკაში გაგრძელდება. პირველი კონცერტი სიეტლში, Paramount Theatre-ში გაიმართება. ტურნე დასრულდება 29 ნოემბერს ფილადელფიის დიდ საკონცერტო დარბაზში – The Met. პატი სმითთან ერთად სცენაზე წარდგებიან ლენი ქეი და დრამერი ჯეი დი დოჰერტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრიუ ბერიმორი SZA-სთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს Drew Barrymore-ის ვიდეოკლიპის გადასაღები მოედნიდან

შემდეგი სტატია

სანდრო ბიბიჩ კვაჭაძემ აკაპელა ვიდეოების კოლაბორაციული სერია წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი