ტეილორ სვიფტმა დაანონსებული ალბომის კიდევ ერთი ვინილის ვერსია – Tiny Bubbles in Champagne წარადგინა

ვინილის შეძენა წინასწარი შეკვეთებით მხოლოდ 48 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.
ტეილორ სვიფტი
MERT ALAS & MARCUS PIGGOT

25 აგვისტოს ტეილორ სვიფტმა თავისი მე-12 ალბომის ლიმიტირებული ვინილის მორიგი ვერსია წარადგინა. ახალი გამოცემა, სახელწოდებით – Tiny Bubbles in Champagne მოიცავს ექსკლუზიურ ყდას: ფოტოზე თავად სვიფტია აღბეჭდილი, რომელსაც ბუმბულებით გაფორმებული სასცენო კოსტიუმი აცვია.

Tiny Bubbles in Champagne დაანონსებული ალბომის მე-3, ლიმიტირებული ვინილია. სრული ალბომი, სახელწოდებით The Life of a Showgirl  3 ოქტომბერს გამოვა. ვინილები სხვადასხვა ფერის შეფუთვაშია წარმოდგენილი. როგორც წინა ორი გამოცემის შემთხვევაში, Tiny Bubbles in Champagne  წინასწარი შეკვეთით ხელმისაწვდომია სვიფტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

ისევე, როგორც წინა კვირას გამოქვეყნებული და უკვე სრულად გაყიდული ვერსიები, ახალი ვინილიც მოიცავს ექსკლუზიურ ფოტოებსა და პოეზიას. მისი შეკვეთა შესაძლებელი იქნება წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში, მარაგების ამოწურვამდე.

Tiny Bubbles in Champagne სვიფტის Showgirl-ის კამპანიის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპია. ოფიციალურად ყველაფერი 12 აგვისტოს დაიწყო, როცა მომღერალმა ალბომი ტრევის კელსისა და მისი ძმის, ჯეისონ კელსის პოდკასტის თიზერში დააანონსა. მეორე დღეს სრული ეპიზოდიც გამოქვეყნდა, რომელშიც მომღერალმა ალბომის ყდა, ტრეკლისტი და გამოსვლის თარიღი გაასაჯაროვა. სვიფტმა ასევე გაამხილა, რომ ალბომში შესულია ერთადერთი კოლაბორაცია – დუეტი საბრინა კარპენტერთან. 

სვიფტმა ასევე აღნიშნა, რომ Showgirl-ის 12 სიმღერაზე მხოლოდ ის და პროდიუსერები – მაქს მარტინი და Shellback მუშაობდნენ. „[ალბომი] ბევრად უფრო ენერგიულია და მეტი სახალისო პოპ-ემოცია მოაქვს. ჩემი მთავარი მიზანი იყო, შემექმნა ისეთი მელოდიები, რომლებიც იმდენად გადამდებია, რომ ცოტათი გაღიზიანდები კიდეც,” – აღნიშნა სვიფტმა პოდკასტში. 

The Life of a Showgirl იქნება ტეილორ სვიფტის პირველი სრული ალბომი 2024 წლის The Tortured Poets Department-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის ჩარტში 17 კვირის განმავლობაში პირველ პოზიციას იკავებდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Snoop Dogg 2025 წლის 25 აპრილი, ნიუ იორკი ფოტო: ჯონ ნასიონი

ავსტრალიელი სენატორი Snoop Dogg-ის AFL-ის ფინალიდან მოხსნას ითხოვს

შემდეგი სტატია

დრეიკმა, სავარაუდოდ, შეიძინა გულსაკიდი, რომელიც 2Pac-ს ეკუთვნოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი