ავსტრალიელი სენატორი Snoop Dogg-ის AFL-ის ფინალიდან მოხსნას ითხოვს

პოლიტიკოსმა მას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და იკითხა, თუ რატომ იხდის AFL მილიონებს საერთაშორისო ვარსკვლავებისთვის.
Snoop Dogg 2025 წლის 25 აპრილი, ნიუ იორკი ფოტო: ჯონ ნასიონი
Snoop Dogg 2025 წლის 25 აპრილი, ნიუ იორკი ფოტო: ჯონ ნასიონი

სენატორი სარა ჰენსონ-იანგი Snoop Dogg-ის AFL-ის ფინალური ღონისძიებიდან ამოღებას ითხოვს, სადაც არტისტი შოუს შემსრულებლად არის მითითებული.

რეპერი ავსტრალიური საფეხბურთო ლიგის სეზონის დასკვნით ღონისძიებაზე წინასწარი შოუს მთავარ შემსრულებლად გასულ თვეს დასახელდა. ფინალი 27 სექტემბერს მელბურნის სტადიონზე გაიმართება.

Snoop Dogg-ის ჯავშანი მოსდევს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან ედ შირანი, სტინგი, The Killers, ლიონელ რიჩი, ტომ ჯონსი, Meat Loaf და ავსტრალიური როკ-ბენდი Powderfinger.  AFL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრიუ დილონმა Snoop Dogg-ის მომავალი წარდგენა დიდ მიღწევად შეაფასა და ვეტერანი ჰიპ-ჰოპ არტისტი პიონერ შემსრულებლად და ნამდვილი გართობის შემქმნელად მოიხსენია, რომელიც მატჩს დაუვიწყარ ზეიმს შეჰმატებს.

თუმცა პოლიტიკოსი სარა ჰენსონ-იანგი ამ აზრს არ იზიარებს. მან ინსტაგრამ პოსტიც გაავრცელა და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ავსტრალიური საფეხბურთო ლიგა მილიონებს უხდის საერთაშორისო ვარსკვლავებს მაშინ, როცა მათ შეუძლიათ, აღნიშნულ ღონისძიებაზე ნიჭიერი ავსტრალიელი შემსრულებლები მიიწვიონ.

„AFL-მა გადაწყვიტა, ავსტრალიელი არტისტის ნაცვლად ფინალური გამოსვლისთვის რეპერს 2 მილიონი დოლარი გადაუხადოს,“ – აღნიშნა ჰანსონ-იანგმა, რომელიც ქვეყნის მუსიკალური საზოგადოების გულმხურვალე მხარდამჭერია.

„AFL კულტურული ინსტიტუტია, კულტურულმა ინსტიტუტებმა კი  მხარი უნდა დაუჭირონ ავსტრალიელ მუსიკოსებს.” – დასძინა მან.

სენატში გამოსვლისას ჰენსონ-იანგმა Snoop Dogg-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩენას „ირონია“ უწოდა, იმ ფონზე, როცა Adelaide Crows ფორვარდი აიზაკ რანკინი მოედანზე ჰომოფობიური რეპლიკის გამო ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

„ბევრ ჩვენგანს არ გამორჩენია ეს ირონია. მაშინ, როდესაც აიზაკ რანკინს დისკვალიფიკაცია მისცეს, Snoop Dogg კი  2 მილიონ დოლარს იღებს იმისთვის, რომ ჩვენთან მიზოგინური და ჰომოფობიური მუსიკა დაუკრას.” – თქვა ჰენსონ-იანგმა. პოლიტიკოსს Snoop Dogg-ის სიმღერების კონკრეტული ტექსტები არ უხსენებია, თუმცა მისი კომენტარები ეხებოდა ერთ-ერთ პოდკასტს, სადაც არტისტმა თქვა, რომ  უხერხულად იგრძნო თავი, როდესაც შვილიშვილისთვის ანიმაციურ ფილმში ასახული ერთსქესიანთა ურთიერთობის შესახებ ახსნა მოუწია.

„ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები ნიჭიერ ავსტრალიელ ადამიანებში. ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები ჩვენს მუსიკალურ ინდუსტრიაში და უნდა ვთქვათ, რომ თუ ეს ნაციონალური თამაშია, შოუს მონაწილეც ავსტრალიელი უნდა იყოს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბოლოს პოლიტიკოსმა AFL-ს მიმართა: „გამოიჩნეთ გამბედაობა და გადახედეთ ამ გადაწყვეტილებას“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Snoop Dogg უცხო ქვეყნების წარომადგენლებისგან კრიტიკას იღებს. 2006 წელს რეპერი მონაწილეობდა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მომხდარ დაპირისპირებაში, რა დროსაც შვიდი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. იმ დროს Snoop Dogg და კიდევ ხუთი ადამიანი  ძალადობრივი არეულობისა და ჩხუბის დაწყების ბრალდებით დააკავეს. შემდგომში რეპერს ოთხი წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.  

2010 წელს Snoop Dogg პრობლემებში გაეხვია ნიდერლანდებშიც: ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით ის Parkpop-ის ფესტივალის კონცერტის ლაინაფიდან მოხსნეს. 

AFL-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ დილონმა Snoop Dogg-ის ჩამოყვანის გადაწყვეტილება დაიცვა და აღნიშა, რომ ლიგამ მისი ყველა სიმღერის ტექსტი არ გააანალიზა, თუმცა ფინალის შოუ მეგობრული და გასართობი ოჯახური სანახაობა იქნება.

„ასევე მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ Snoop Sogg-მა საჯაროდ ისაუბრა თავის წარსულზე, შეიცვალა, დღეს ის ბაბუაა, ფილანტროპი, ეხმარება ახალგაზრდებს რეაბილიტაციაში და არის გლობალური შემსრულებელი, რომელსაც გამოსვლები ჰქონდა როგორც სუპერთასზე, ასევე ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე“. – აღნიშნა დილონმა.

Snoop Dogg-მა 2021 წელს ექსკლუზიური, ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა TEG MJR-თან, რომელიც ავსტრალიური ტექნოლოგიური გიგანტის, TEG-ის დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ სარეკლამო განყოფილებას წარმოადგენს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი New Heights-ის პოდკასტში

ტრევის კელსის მამის თქმით, მისი შვილის სიხარულის მთავარი წყარო ტეილორია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა დაანონსებული ალბომის კიდევ ერთი ვინილის ვერსია – Tiny Bubbles in Champagne წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი