ნახეთ, თუ რას არქმევს ლანა დელ რეი ახალ ქანთრი ალბომს და გაიგეთ მიზეზი, თუ რატომ დაიგვიანა მისმა გამოსვლამ

„ალბომის უმეტესი ნაწილი ქანთრის სტილში იქნება,“ – განუცხადა მომღერალმა ჟურნალ W-ს იმ მრავალჯერ გადადებულ პროექტზე, რომელსაც მანამდე ჯერ Lasso, შემდეგ კი The Right Person Will Stay ერქვა.
ლანა დელ რეი უემბლის სტადიონის სცენა, 2025 წლის 3 ივლისi, ლონდონი. ფოტო გარეთ კატერმოლი/Getty Images ABA
ლანა დელ რეი უემბლის სტადიონის სცენა, 2025 წლის 3 ივლისi, ლონდონი. ფოტო გარეთ კატერმოლი/Getty Images ABA

ლანა დელ რეის ქანთრი ალბომი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. ჟურნალ W-სთან ინტერვიუში მომღერლმა დიდი ხნის გადადებულ პროექტზე ისაუბრა, რომელსაც ახლა Stove ეწოდება და რომლის გამოსვლაც იანვარში იგეგმება. 

გეგმის მიხედვით, ალბომის გამოცემა გაზაფხულზე იგეგმებოდა,  თუმცა ლანა დელ რეიმ პროექტი ექვსი სიმღერის დამატების მიზნით გადადო.

„ნამუშევარი უფრო ავტობიოგრაფიული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, რისთვისაც მეტი დრო დამჭირდა. ალბომის უმეტესი ნაწილი ქანთრის სტილში იქნება. რვა წლის წინ, როდესაც ქანთრი ალბომის გამოცემას ვაპირებდი, მაშინ ქანთრიზე არავინ ფიქრობდა,“  – განუცხადა ლანა დელ რეიმ W-ს და დაამატა, რომ მაშინ ალბომის ყდის გამოქვეყნება სურდა, რომლის სახელწოდებაც Country & Western იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, ოქტომბერში, როცა ალბომის გამოსვლის თარიღიც გამოცხადდა, ლანა დელ რეიმ  In Style-ის წითელ ხალიჩაზე განაცხადა, რომ „მუსიკალური ატმოსფეროს“ ცვლილებამ იძულებული გახადა, პროექტი, რომელზეც ის პროდიუსერებთან: ჯეკ ანტონოფთან, ლუკ ლერდთან, ზაქარი დოუსთან და დრიუ ერიქსონთან თანამშრომლობდა, შეეჩერებინა. „მიყვარს ჩემი დაწერილი სიმღერები და არ მინდა, ის სანახევროდ მომზადებულ ნამუშევრად იქცეს.“

ნოემბერში მომღრალმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ ალბომი 21 მაისს გამოვიდოდა შემდეგი სახელწოდებით – The Right Person Will Stay, თუმცა ეს თარიღიც ჩავარდა.

„მადლიერი ვარ, რომ ჩემი 13 ტრეკი ჩემს ულამაზეს ნამუშევრებთან გაერთიანდა, რომელშიც ლუკი, ჯეკი, ზაკი, დრიუ ერიქსონი და სხვები მონაწილეობენ. მოხარული ვარ, რომ Stagecoach-ის დაწყებამდე რამდენიმე სიმღერას მოისმენთ.  მიყვარხართ მუდამ,” –  დაწერა მაშინ მომღერალმა და კომპოზიტორმა.

აპრილში ლანა დელ რეიმ აკუსტიკური გიტარის ჟღერადობით გაჯერებული ახალი სიმღერა Henry, Come On გამოუშვა, რომლის დებიუტიც Stagecoach-ის ფესტივალზე შედგა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

YE-ს მტკიცებით, ჰაკერებმა მისი ინსტაგრამი გატეხეს და ყალბი კრიპტოვალუტის ანგარიში გამოიწერეს

შემდეგი სტატია

ლეიბლი CES Records ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Denivarlevy-ს პირველ ქართულენოვან EP-ის გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი