ლედი გაგამ სერიალ WEDNESDAY-ს მეორე სეზონისთვის დაწერილი სიმღერის პრემიერა დააანონსა

ლედი გაგამ სერიალ WEDNESDAY-ს მეორე სეზონისთვის დაწერილი სიმღერის პრემიერა დააანონსა
ჯენა ორტეგა და ლედი გაგა Netflix-ისა და Spotify-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
JAMIE MCCARTHY/GETTY IMAGES

ლედი გაგას ფანების დიდი გამოხმურება მოჰყვა სიახლეს,  რომელიც მომღერალმა დააანონსა.  ახალი სინგლის, The Dead Dance-ის გამოსვლის თარიღი უკვე ცნობილია. ლედი გაგა 28 აგვისტოს ნიუ-იორკში Netflix-ის და Spotify-ს ღონისძიებას, Graveyard Gala-ს დაესწრო, რომელიც პოპულარული სერიალის, Wednesday-ის მეორე სეზონის პრე-კამპანიის ნაწილი იყო. სცენაზე მასთან ერთად ჯენა ორტეგა, ემა მაიერსი და ჯოი სანდეი წარდგნენ. სწორედ იქ გამოაცხადა გაგამ, რომ მისი სინგლი, რომელზეც სოციალურ ქსელში დიდი ხანია, საუბრობენ, Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილის პრემიერასთან ერთად 3 სექტემბერს გამოვა.

„ეს შოუს ნაწილია,” – მიმართა გაგამ ფანებით სავსე დარბაზს და შეატყობინა, რომ ღონისძიებაზე დამსწრე ადამიანები კუბოების თემატიკის სპეციალურ კაბინებში შეძლებდნენ  სიმღერის ექსკლუზიურად მოსმენას. „იმედი მაქვს, თქვენს კუბოებში თავს საკმაოდ კომფორტულად იგრძნობთ,“ – დაამატა მან.

ღონისძიებაზე გაგამ ასევე ისაუბრა სერიალში გადაღების გამოცდილებაზე და მადლობა გადაუხადა მსახიობებსა და გადამღებ ჯგუფს იმისთვის, რომ მისი „პატარა როლი“ განსაკუთრებულად აქციეს. „შესანიშნავი დრო გავატარე Wednesday-ს მეორე სეზონის გადაღებებზე,“ – თქვა მან. „ტიმ ბარტონთან, ჯენასთან და აქ მყოფ ყველა საოცარ ადამიანთან ერთად მუშაობა ძალიან მომეწონა.“

უკვე გამოქვეყნდა Wednesday-ს მეორე სეზონის მეორე ნაწილის ახალი ტრეილერიც, რომელიც, როგორც ჩანს, გაგას გამოჩენაზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ გაგა ეკრანზე არ ჩნდება, ორწუთიანი თიზერის ბოლოს ისმის ხმა, რომელიც ძლიერ ჰგავს გაგას ხმას  და ორტეგას პერსონაჟს ეუბნება: „ფრთხილად, ყველაფერს თავისი ფასი აქვს.“

Wednesday-სთვის დაწერილი სიმღერის გამოქვეყნების პარალელურად, გაგას მასშტაბური ტურნე – Mayhem Ball ნიუ-იორკში გრძელდება. ბოლო კვირას მან Madison Square Garden-ში ოთხი კონცერტი ჩაატარა ანშლაგით და 6 და 7 სექტემბერს ფინალური ორი შოუსთვის ისევ დაუბრუნდება ცნობილ სცენას.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კარიერის 20 წლის თავზე რიანა მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებსაც მის წარმატებაში მიუძღვით წვლილი

შემდეგი სტატია

Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9

Sexy Bicycle-ის ახალი ვიდეოკლიპი When 6 is 9

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი