წინანდლის ფესტივალი მე-7 სეზონს ხსნის – გაეცანით პირველი დღის პროგრამას

4-დან 14 სექტემბრამდე ქართული და მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავები მსმენელს შთამბეჭდავ საღამოებს შესთავაზებენ.
წინანდლის ფესტივალი

4 სექტემბერს კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ქვეყნისა და რეგიონის წამყვანი მუსიკალური ღონისძიება – წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნება. 2025 წელს ფესტივალი მე-7 სეზონით ბრუნდება. 4-დან 14 სექტემბრამდე წინანდალში ქართული და მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავები მოიყრიან თავს და მსმენელს შთამბეჭდავ საღამოებს შესთავაზებენ.

ფესტივალის გახსნის დღეს, 4 სექტემბერს, კონცერტი 19:00 საათზე წინანდლის ამფითეატრში გაიმართება. მსმენელის წინაშე პიანისტი ბეხზოდ აბდურაიმოვი და პანკავკასიური ორკესტრი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით წარდგებიან. კონცერტზე შესრულდება პიოტრ ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტი №1, სიბემოლ მინორი, თხზ. 23 და დმიტრი შოსტაკოვიჩის სიმფონია №5, რე მინორი, თხზ. 47.

ჯანანდრეა ნოზედა 

ჯანანდრეა ნოზედა 
წინანდლის ფესტივალის ფოტო არქივი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი ჯანანდრეა ნოზედა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დირიჟორია მსოფლიოში. ის ვაშინგტონის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ციურიხის საოპერო თეატრის მუსიკალური დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით ვაშინგტონის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ახალი შემოქმედებითი ენერგია და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რასაც მოჰყვა კონცერტები კარნეგი-ჰოლსა და მსოფლიოს სხვა წამყვან სცენებზე.

ნოზედას კარიერა მოიცავს 80-ზე მეტ ჩანაწერს და თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. ის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2023 წელს, კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოება OPER! AWARDS-ზე  ჯანანდრეა ნოზედამ „წლის საუკეთესო დირიჟორის“ ჯილდო მოიპოვა.

ბეხზოდ აბდურაიმოვი

ბეხზოდ აბდურაიმოვი
წინანდლის ფესტივალი IG

35 წლის უზბეკი ბეხზოდ აბდურაიმოვი საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტია, რომელსაც კლასიკური მუსიკის სცენაზე ტექნიკა და მუსიკალური სიღრმე გამოარჩევს. ის თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის ნიუ-იორკის ფილარმონიასთან, ვენისა და ჩიკაგოს სიმფონიურ ორკესტრებთან, ხოლო მისი ჩანაწერები არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. 2026 წლის მაისში აბდურაიმოვი კარნეგი-ჰოლში მეოთხედ გამართავს სოლო კონცერტს.

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი
წინანდლის ფესტივალის არქივი

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს „წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში დაარსდა და კავკასიის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა ხელოვანებით დაკომპლექტდა. ყოველწლიურად ორკესტრისთვის ნიჭიერი მუსიკოსების აღმოსაჩენად ცოცხალი შესარჩევი მოსმენები ტარდება, სადაც მონაწილეობის მიღება 18-იდან 28 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. წელს მოსმენები ცხრა ქვეყანაში გაიმართა: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. შერჩეული მუსიკოსები ფესტივალის დაწყებამდე ორი კვირის განმავლობაში რეპეტიციებს მსოფლიოს წამყვანი ორკესტრების პედაგოგებთან გადიან.

წინანდლის ფესტივალი წელსაც, ტრადიციისამებრ, მსოფლიოს მუსიკალური მედიის ფოკუსში იქნება. ღონისძიება არაერთ ქვეყანაში გაშუქდება. 

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი The Life of a Showgirl Spotify-ის რეკორდს მის გამოსვლამდე ხსნის

შემდეგი სტატია

დრეიკი 2025 წლის 11 ივლისი, ლონდონი ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

დრეიკის თქმით, ის ძალიან სენსიტიურად იღებს, როდესაც „კულტურის მტაცებელს“ უწოდებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი