დრეიკის თქმით, ის ძალიან სენსიტიურად იღებს, როდესაც „კულტურის მტაცებელს“ უწოდებენ

დრეიკმა კიდევ ერთხელ მისცა ინტერვიუ ბობი ალტჰოფს და საზოგადოებისგან კვლავ დიდი ყურადღება მიიპყრო.
დრეიკი 2025 წლის 11 ივლისი, ლონდონი ჯოზეფ ოკპაკო/WireImage
დრეიკი 2025 წლის 11 ივლისი, ლონდონი ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

ტორონტოელი რეპერი ჟურნალისტ ბობი ალტჰოფს ახალ პოდკასტში – Not This Again ესტუმრა, სადაც ისეთ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა მათი პირველი ინტერვიუს შემდეგ ურთიერთობის დაძაბვა, ყალბი ბრალდებები, დაპირისპირება რიკ როსთან და არტისტის ე.წ. „კულტურის მტაცებლად“ მოხსენიება. 

როცა დრეიკისა და ბობი ალტჰოფის წინა ინტერვიუს შემდეგ მათი ურთიერთობა დაიძაბა, დრეიკმა სცადა, აეხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ალტჰოფთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. დრეიკის თქმით, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ინტერვიუ მისთვის ცხოვრებაში არსებული ყველა პრობლემის წყარო იყო. „სინამდვილეში, რისი თქმაც მსურს, არის ის, რომ არ მიმაჩნია ჩემი თავი პრობლემის ნაწილად“, – უთხრა დრეიკმა ბობის, როდესაც ცდილობდა, აეხსნა, თუ რატომ დაბლოკა იგი ყველაგან და მოითხოვა სოციალური ქსელებიდან ვიდეოს წაშლა. „ცხოვრებაში ხშირად ვაწყდები იმ ფაქტს, რომ ადამიანები ისეთ რამეს მაბრალებენ, რაც, რეალურად, ჩემი ბრალი არ არის. მაშინ, როცა არსებითად, ჩემი განზრახვა სუფთაა.“ – უთხრა დრეიკმა ალტჰოფს.

შემდეგ კი დაამატა: „იგივე ხდება მუსიკაშიც. ხალხი ამბობს, რომ მე „კულტურის მტაცებელი“ ვარ, ჩემს კოლაბორაციებს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ამით სარგებელს ვიღებ. საუბარია იმ არტისტებზე, რომელთაც გვერდში დავუდექი და ხელი შევუწყვე. ზოგი ისე აღწერს ამ ყველაფერს, თითქოს მათ რაიმე გამოვტაცე, ამას ნეგატიურ კონტექსტს აძლევენ და ცდილობენ, დააჯერონ სხვები, თითქოს ამას ჩემს სასარგებლოდ ვაკეთებ. როცა მსგავს ფაქტებს ვაწყდები, ძალიან სენსიტიური ვხდები.”

დრეიკის კოლაბორაციები ახალბედა ამომავალ არტისტებთან წლის განმავლობაში ჰიპ-ჰოპის სივრცეში განხილვის საგნად იქცა. ამ საკითხს არაერთხელ შეხო მათი ხმაურიანი დაპირისპირების დროს კენდრიკ ლამარიც, როცა გასული ზაფხულის სიმღერებში euphoria და Not Like Us დრეიკი გააკრიტიკა. კენდრიკ ლამარი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც კოლაბორაციების თემა წამოჭრა. 2019 წელს, დრეიკმა საჯაროდ უპასუხა გრაიმის რეპერ ვაილის კრიტიკას, როცა ტიფანი კალვერთან ერთად თანაწამყვანად წარსდგა 1Xtra Rap Show-ში.

„მძულს, როცა ხალხი ფიქრობს, რომ მე იმ ახალგაზრდების მუსიკა მაინტერესებს, რომლებიც წარმატების მიღწევას და საკუთარი სახელის დამკვიდრებას ცდილობენ, – თითქოს ეს კულტურის მტაცებლად მაქცევს, საერთოდ, რას ნიშნავს ეს? ჯობია, საერთოდ არავინ ვაღიარო? არავის დავუჭირო მხარი? ვფიქრობ, ეს დაბნეული „ჰეითერების” საკითხია, თუმცა ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება სხვისი სიმღერის მხარდაჭერა ან კოლაბორაცია დადებითად არ აღიქმებოდეს, თუმცა, ალბათ ზოგს საკუთარი შეხედულება აქვს ამ საკითხზე.” – აღნიშნა დრეიკმა

ნახეთ დრეიკისა და ბობი ალტჰოფის სრული ინტერვიუ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი მე-7 სეზონს ხსნის – გაეცანით პირველი დღის პროგრამას

შემდეგი სტატია

Billboard-ის ზაფხულის სიმღერების ჩარტის პირველ ადგილს ალექს უორენის Ordinary იკავებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი

ინკლუზიური მუსიკალური განათლება – სივრცე, სადაც შესაძლებლობები იქმნება

თაკო ჟორდანია Billboard საქართველოსთან ინკლუზიური მუსიკალური განათლების შესახებ, სტერეოტიპების გადალახვასა და პროცესზე დაფუძნებულ სწავლებაზე საუბრობს
მეტი
TOMORROW X TOGETHER Courtesy of BIGHIT MUSIC

TOMORROW X TOGETHER „იუნისეფის“ ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზეა ფოკუსირებული

„დახმარების თხოვნა არ ნიშნავს, რომ სუსტი ხარ,“ - ამბობს SOOBIN ახალი ვიდეოში.
მეტი