ქეთი მელუა ჯეიმი ოლივერთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად ქართულ ტრადიციულ სუფრასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

„როგორც ქართველი პატრიოტი, ხშირად ვფიქრობდი, შეიძლება ჩემი სიყვარული ჩვენი ქვეყნის კერძებისადმი უბრალოდ სიამაყით იყო გამოწვეული. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქართული სამზარეულო ნამდვილად ერთ-ერთი განსაკუთრებულია მსოფლიოში,” – წერს ქეთი მელუა.
Katie Melua IG

მსოფლიო სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ქეთი მელუა ცნობილ შეფ-მზარეულ ჯეიმი ოლივერთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

„ეს დღე ნამდვილად გამორჩეული იყო! ჯეიმი ოლივერმა და გურამ ბაღდოშვილმა შექმნეს ქართული სუფრა,” – წერს მელუა სოციალურ ქსელში.

მომღერალი პოსტში განმარტავს, რომ სუფრა ქართული ტრადიციული სიმბოლოა და მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მაგიდა თავიდანვე სავსეა უამრავი კერძით.

„ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ჯეიმის თვალით დამენახა, რა ხდის ქართულ სამზარეულოს ასე გამორჩეულს. როგორც ქართველი პატრიოტი, ხშირად ვფიქრობდი, შეიძლება ჩემი სიყვარული ჩვენი ქვეყნის კერძებისადმი უბრალოდ სიამაყით იყო გამოწვეული. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქართული სამზარეულო ნამდვილად ერთ-ერთი განსაკუთრებულია მსოფლიოში.

მადლობა, ჯეიმი და გურამ, რომ დამეხმარეთ, ჩემი ქვეყნის სამზარეულო ახალი თვალით დამენახა,” – ვკითხულობთ პოსტში.

ჯეიმი ოლივერი საქართველოს 2024 წელს ესტუმრა. მან საქართველოს ტურისტული მიმართულებებისა და ქართული კერძების შესახებ ვიდეოები თავის აუდიტორიას გაუზიარა.

იხილეთ ქეთი მელუას პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

VMA-ს ჯილდოებს, ლედი გაგასა და არიანა გრანდეს ლიდერობით, ქალი არტისტები დაეუფლნენ

შემდეგი სტატია

ფარელ უილიამსი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვა ვარსკვლავები ვატიკანის ისტორიულ კონცერტზე იმღერებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი