ფარელ უილიამსი, ჯენიფერ ჰადსონი და სხვა ვარსკვლავები ვატიკანის ისტორიულ კონცერტზე იმღერებენ

კონცერტი 13 სექტემბერს წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება და მაყურებლისთვის უფასო იქნება.
ფარელ უილიამსი
DIA DIPASUPIL/GETTY IMAGES

მსოფლიოს დიდი ვარსკვლავები მალე ვატიკანში გაემგზავრებიან. Disney+-მა, Hulu-მ და ABC News-მა კონცერტ Grace for the World-ის მონაწილეთა სრული შემადგენლობა გაამხილეს. ჯენიფერ ჰადსონი და K-პოპის სენსაცია BamBam შემსრულებელთა შთამბეჭდავ სიას შეუერთდნენ, რომელიც მოიცავს ფარელ უილიამსს Voices of Fire გუნდთან ერთად, ჯონ ლეჯენდს, კეროლ ჯის, Clipse-ს, ტედი სვიმსს, Jelly Roll-სა და სხვებს. 

მაყურებელს ასევე ელის Nova Sky Stories-ის დრონებისა და განათების შოუ, რომელიც სიქსტის კაპელით არის შთაგონებული. 

კონცერტი პირდაპირი ეთერით გადაიცემა Disney+-ზე, Hulu-სა და ABC News-ზე. შოუ, რომელიც წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება, ამ ადგილზე ჩატარებული პირველი კონცერტი იქნება. ღონისძიების პროდიუსერები არიან: ფარელი და მისი კომპანია Something in the Water, ანდრეა ბოჩელი და Nova Sky Stories.

კონცერტი 2025 წლის საიუბილეო თარიღს ემთხვევა და იქნება ე.წ. გრანდ ფინალი ადამიანთა ძმობის მესამე მსოფლიო შეხვედრისა, რომელიც Fratelli Tutti Foundation-ის ორგანიზებით იმართება. ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ფოკუსირებულია სულიერ და კულტურულ ინიციატივებზე, მიზნად ისახავს, აღნიშნოს „ურთიერთობაზე დაფუძნებული იტელექტი, რომელიც აფასებს განსხვავებებს, აგებს ხიდებს თაობებსა და კულტურებს შორის, შთააგონებს ადამიანებს და მიმართულებას აძლევს საჯარო პოლიტიკას,” – ვკითხულობთ ღონისძიების ვებგვერდზე. 

ვატიკანის კონცერტი უფასოა და მისი კარი ყველა მსურველისთვის ღიაა. 

ნახეთ კონცერტის თიზერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქეთი მელუა ჯეიმი ოლივერთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად ქართულ ტრადიციულ სუფრასთან გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი - 10 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალი – 10 სექტემბრის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი