ლონდონის მოდის კვირეულზე, KEBURIA-ს ჩვენებაზე Mamaflex-ის მუსიკა გაჟღერდა

Mamaflex ქართველი არტისტია, რომელიც მუსიკალურ სივრცეში პირველად 2018 წელს გამოჩნდა.
KEBURIA 2026 წლის გაზაფხული/ზაფხული კოლექცია/Mamaflex
ფოტო: KEBURIA IG/Billboard Georgia

KEBURIA-ს მოდის სახლმა ლონდონის მოდის კვირეულზე კოლექცია წარადგინა. ჩვენებაზე დიზაინერმა გიორგი ქებურიამ მუსიკალურ გაფორმებად ანონიმური ჰიპ-ჰოპ არტისტის, Mamaflex-ის ტრეკები გამოიყენა. შოუზე გაჟღერებულ კომპოზიციებს შორის იყო ჰიტი Korupto, რომელიც 2025 წლის ივლისში გამოქვეყნდა.

Mamaflex ქართველი არტისტია, რომელიც მუსიკალურ სივრცეში პირველად 2018 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ტრეკი იმავე წელს გამოქვეყნდა და მალევე მოიპივა პოპულარობა საქართველოში. Mamaflex-ის მუსიკა აერთიანებს experimental trap-სა და ჰიპ-ჰოპის ჟღერადობებს. არტისტი საკუთარ იდენტობას მალავს, ის მუსიკალურ ვიდეოებში და ლაივებზე ყოველთვის ნიღბით ჩნდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SKAZZ - TALGA

SKAZZ-ის ახალი ვიდეოკლიპი და სიმღერა TALGA

შემდეგი სტატია

ფილარმონიის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი