დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
დევიდ ბოლი 2024 წელს ბრაზილიაში
MAURICIO SANTANA/GETTY IMAGES

დევიდ ბოლი, ცნობილი ინგლისური სინთ-პოპ დუეტ Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინსტაგრამზე გავრცელებული პოსტის მიხედვით, მუსიკოსი 22 ოქტომბერს საკუთარ სახლში ძილის დროს გარდაიცვალა. 

ახალ ამბავს გამოეხმაურა Soft Cell-ის ვოკალისტი მარკ ალმონდი, რომელთანაც ბოლს 46-წლიანი მუსიკალური პარტნიორობა აკავშირებდა. ალმონდმა მას „საოცარი მუსიკალური გენიოსი” უწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბის გააზრება უჭირს, ამასთანავე შვებას პოულობს იმ ფაქტში, რომ ბოლო დროს ბოლი „დიდებულ ემოციურ მდგომარეობაში იყო”.

„ძალიან ფოკუსირებული და ბედნიერი იყო ახალი ალბომით, რომელიც ზუსტად რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, რადგან 2026 წელი მისთვის ამაღლებული უნდა ყოფილიყო, თუმცა გარკვეულწილად შვებასაც ვგრძნობ იმის გამო, რომ მან მოასწრო დასრულებული ჩანაწერის მოსმენა და ფიქრობდა, რომ ეს შესანიშნავი ნამუშევარი იყო,” – ამბობს ალმონდი და წერს, რომ ბოლის ბოლო კომპოზიციები საუკეთესო იყო, რაც კი ოდესმე შეუქმნია.

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა. 

დევიდ ბოლმა ყველაზე დიდი წარმატება 1981 წელს მოიპოვა გლორია ჯონსის 1964 წლის სიმღერის, Tainted Love-ის ქავერის შესრულებით, რომელიც დუეტის სადებიუტო და ყველაზე საყვარელ ალბომ Non-Stop Erotic Cabaret-ში შევიდა. სინთ-პოპის პიონერ დუეტს მომღერალი ალმონდი უძღვებოდა თავისი დრამატული ვოკალით, მაგრამ სწორედ ბოლი იყო ის, ვინც წერდა და ასრულებდა ბენდის თითქმის ყველა dark dance კომპოზიციას იმ პერიოდში, როცა სინთმუსიკა თავს იმკვიდრებდა, როგორც ჟანრი და სატელევიზიო ეთერებისა და ჩარტების ლიდერი ხდებოდა ისეთი ბენდების წყალობით, როგორებიც არიან Erasure, Eurythmics, Pet Shop Boys, Depeche Mode, Duran Dura და სხვები.

Soft Cell 1979 წელს დაარსდა, როცა ბოლი და ალმონდი ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ. 1982-2021 წლებში ბენდმა ოთხი სტუდიური ალბომი გამოსცა. მათი ყველაზე დიდი ჰიტის, Tainted Love-ის გარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ლიდერი გახდა, 43 კვირა გაატარა Billboard Hot 100-ში და მსოფლიოს მასშტაბით 21 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა, ჯგუფს დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ ათეულში შესული კიდევ ოთხი სიმღერა აქვს. 

მუსიკოსის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე წყვილი England Rewind Festival-ის ჰედლაინერი იყო, სადაც, „ბიბისის” ცნობით,  ბოლი სცენაზე ეტლში მჯდომი წარდგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ხერხემლის დაზიანების გამო, რომელიც 2023 წელს, დაცემის შემდეგ მიიღო, რის შედეგადაც ასევე ხუთი ნეკნი და მაჯა მოიტეხა. ბოლოს მუსიკოსს პნევმონია და სეფსისი განუვითარდა, რის გამოც ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. 

დევიდ ჯეიმს ბოლი 1959 წლის 3 მაისს ინგლისში, ჩეშირში დაიბადა. ის 18 თვის ასაკში გააშვილეს. Soft Cell-ის გარდა, რომელიც 1984 წელს დაიშალა და 2001 წელს კვლავ გაერთიანდა, მას გამოცემული აქვს სოლო ალბომი In Strict Tempo, ასევე უკრავდა ხანმოკლე ბენდებში და თანამშრომლობდა ექსპერიმენტულ გუნდთან Psychic TV. 1988 წელს რიჩარდ ნორისთან ერთად მან შექმნა დუეტი The Grid, რომლის ფარგლებშიც წყვილმა ექვსი ალბომი გამოსცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ბიბერი Twitch-ის პირველ ლაივში გავიდა

შემდეგი სტატია

GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი

GMI Rights Management-ის დირექტორი ზუკა ბეჟაშვილი მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან კონფერენციაზე, Music Minds-ზე წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

BLACKPINK ice Cream BLACKPINK / YOUTUBE

BLACKPINK-ისა და სელენა გომესის ჰიტმა Ice Cream YouTube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

მუსიკალური ვიდეო K-pop ჯგუფისთვის რიგით მერვე, ხოლო სელენა გომესისთვის მეოთხე ნამუშევარია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.
მეტი

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი