კეტი პერი: „საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ!”

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვარსკვლავს შოუს დროს ქართველი ფანი ესაუბრება.
კეტი პერი

ამერიკელმა მომღერალმა კეტი პერიმ The Lifetimes Tour-ის საკონცერტო ტურნეს ფარგლებში კონცერტი გამართა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვარსკვლავს შოუს დროს ქართველი ფანი ესაუბრება. მომღერალმა მსმენელს საკუთარ მიკროფონში საუბრის შესაძლებლობა მისცა.

„მე საქართველოდან ვარ. ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ ქვეყანას ვუყურებთ, როგორც ევროპის ნაწილს. ახლა კი გვყავს მთავრობა, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს და ჩვენ აქტიურად ვაპროტესტებთ, ყოველდღიურად. მშვიდობიანი პროტესტის გამო მეც ვიყავი ციხეში.”

ამის შემდეგ კი კეტი პერიმ სცენიდან გააჟღერა: „საქართველო, ჩვენ შენ გვერდით ვდგავართ! ჯერ კიდევ გვჯერა დემოკრატიის,“ – თქვა მომღერალმა.

ნახეთ ვიდეო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დედა და შვილი, რომლებმაც 2Pac-ს ტრეკი – Brenda’s Got a Baby შთააგონეს, 34 წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს

შემდეგი სტატია

მაკ მილერის მემკვიდრეობის წარმომადგენლებმა  GO:OD AM-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი სიმღერა გაავრცელეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი