„გაიღეთ თქვენი ფული!” – ბილი აილიში WSJ Magazine-ის ცერემონიაზე დამსწრე მილიარდერებს მიმართავს

როდესაც აილიში სცენაზე ავიდა, დარბაზში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი სტუმრები ისხდნენ, მათ შორის იყო მარკ ცუკერბერგიც.
ბილი აილიში WSJ Magazine-ის 2025 წლის Innovator Awards-ზე. 2025 წლის 29 ოქტომბერი.
NOAM GALAI/GETTY IMAGES FOR WSJ. MAGAZINE INNOVATORS AWARDS

WSJ Magazine-ის 2025 წლის Innovator Awards-ზე ბილი აილიში სიტყვით გამოვიდა და მსოფლიოს მილიარდერები – მათ შორის ოთახში მყოფი რამდენიმე მათგანი პირდაპირ გააკრიტიკა.

ნიუ-იორკში ჩატარებულ ღონისძიებაზე პოპვარსკვლავი ჟურნალის მუსიკალურ ინოვატორად დასახელდა. აილიში სცენაზე სტივენ კოლბერტმა მიიხმო და ასევე გამოაცხადა, რომ საღამოს ღირსეულმა სტუმარმა საკუთარი ტურნეს, Hit Me Hard and Soft Tour-ის ფარგლებში, კვების დეფიციტისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციისთვის 11.5 მილიონი დოლარი გაიღო.

როდესაც აილიში სცენაზე ავიდა, დარბაზში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი და გავლენიანი სტუმრები ისხდნენ, მათ შორის იყო მარკ ცუკერბერგიც, რომელიც, Forbes-ის შეფასებით, 228 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს და ეს მას პლანეტის მეხუთე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს. Meta-ს ხელმძღვანელი ღონისძიებას დაესწრო მეუღლის, პრისილა ჩენის მხარდასაჭერად, რომელსაც იმ საღამოს CZI-ში საქველმოქმედო საქმიანობისთვის აჯილდოებდნენ.

„ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში თანაგრძნობა და დახმარება სჭირდებათ“, — თქვა აილიშმა, შემდეგ კი პირდაპირ მიმართა დარბაზში მსხდომ ბიზნესმენებს:

„თუ გაქვთ ფული, ძალიან კარგი იქნებოდა, კარგ საქმეებში რომ გამოიყენოთ და მისცეთ მათ, ვისაც სჭირდება. აქ რამდენიმე ადამიანს ბევრად მეტი ფული აქვს, ვიდრე მე. თუ მილიარდერი ხარ — რატომ ხარ მილიარდერი? არაფერს გერჩით, მაგრამ გაიღეთ თქვენი ფული!”

Billboard-მა კომენტარისთვის Meta-ს მიმართა.

ღონისძიება იმავე დღეს გაიმართა, როდესაც WSJ Magazine-მა ბილი აილიშის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მან ტურზე და ალბომის შექმნის პროცესზე ისაუბრა. აილიშმა გაამხილა, რომ Birds of a Feather-ის გამოშვება ლამის გადაიფიქრა, რადგან ეშინოდა, რომ ის „სულელური“ იქნებოდა.

აილიშის  მიერ გაღებული 11.5 მილიონი დოლარი მის ე.წ. Changemaker Program-ს მოხმარდება, რომელიც მთელ მსოფლიოში შიმშილისა და გარემოსდაცვით პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებს ეხმარება. ტურნედან თანხების მოძიებასთან ერთად, მომღერალი საკუთარ კონცერტებზე მცენარეულ საკვებს სთავაზობს აუდიტორიას, ასევე  იყენებს ბიოდეგრადირებად მასალას და მაყურებელს მოუწოდებს, წყლის მრავალჯერადი ბოთლებით ისარგებლოს და კონცერტებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

აილიშს არაერთხელ გაუსვამს ხაზი მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული ფუჭი მოხმარების პრობლემაზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

1990 წლის შემდეგ პირველად Hot 100-ის პირველ 40 პოზიციაზე რეპსიმღერა აღარ არის

შემდეგი სტატია

შინეიდ ო’კონორის მანიფესტი, როგორც მსხვრევის ხმა სიბნელეში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი