ნახეთ ნიკ კეივის The Death of Bunny Munro-ს ეკრანიზაციის ტრეილერი, რომელშიც მთავარ როლს მეტ სმითი ასრულებს

ვიდეოს საუნდტრეკად გასდევს ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და ნიკ კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები.
ნიკ კეივი
VITTORIO ZUNINO CELOTTO/GETTY IMAGES

ნიკ კეივის ბანი მუნრო ექვსნაწილიან სერიალში ცოცხლდება, სახელწოდებით The Death of Bunny Munro. უკვე გავრცელდა პროექტის პირველი ტრეილერი. 

ფილმში მთავარ როლს ბაფტასა და ემიზე ნომინირებული მეტ სმითი (Doctor Who, The Crown, House of the Dragon) ასრულებს. სმიტი თავად მუნროს განასახიერებს – ხულიგან ვაჭარს, რომელიც მეუღლის თვითმკვლელობის შემდეგ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად მოგზაურობაში მიდის. უმცროსი ბანის როლს რაფაელ მატე ასრულებს, რომლისთვისაც ეს სატელევიზიო დებიუტია.

გავრცელებულ ტრეილერში ბანი მუნრო შვილთან ერთად ბრაიტონსა და მის გარშემო სანაპიროზე მოგზაურობს – ადგილებში, რომლებიც ძალიან ახლობელია ნიკ კეივისთვის – ავსტრალიელი მუსიკოსისთვის, რომელიც უკვე წლებია, ინგლისის სანაპიროზე ცხოვრობს. 

„მამაჩემი მსოფლიოში საუკეთესო ვაჭარია,” – ამბობს ბანი უმცროსი. „ახალგაზრდებმა მისი ნახევარიც არ იციან.”

ტრეილერს საუნდტრეკად ჯარვის კოკერის Black Magic-ისა და თავად კეივის Bright Horses-ის ნაწყვეტები გასდევს. 

„ლიბის გარდაცვალების შემდეგ, კოსმეტიკური პროდუქტებით მოვაჭრე მუნრო სრულიად მარტო აღმოჩნდება მცირეწლოვან შვიილთან ერთად, მშობლობაზე მწირი ცოდნით,” – ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში. „ცხრა წლის ბანი უმცროსთან ერთად ის სამხრეთინგლისურ მოგზაურობაში მიდის მაშინ, როცა ორივე მათგანი ცდილობს, საკუთარ მწუხარებას განსხვავებული გზებით ებრძოლოს.”

The Death of Bunny Munro პირველად 2009 წელს გამოქვეყნდა და კეივის მეორე ნაწარმოებია 1989 წლის And the Ass Saw the Angel-ის შემდეგ.

სერიალის სცენარის ავტორები ბაფტას გამარჯვებული პირ ჯექსონი და ბაფტას ნომინანტი ისაბელა ეკლოფი არიან. ფილმის საუნდტრეკი კი თავად კეივსა და მის ხანგრძლივ მუსიკალურ პარტნიორ უორენ ელისს ეკუთვნით. კეივი ასევე პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერია.

The Death of Bunny Munro სტრიმინგ სერვისებზე 20 ნოემბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

RADIOHEAD-ის დაბრუნება: იხილეთ სიმღერები, რომლებიც ბენდმა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის Movistar Arena-ზე გამართულ შოუზე შეასრულა

შემდეგი სტატია

Mikano - Sxvisi Yopila

Mikano – ახალი სახე ქართულ მუსიკალურ სივრცეში და წარმატებული დებიუტი სიმღერით, „სხვისი ყოფილა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი