ბობ დილანის ისტორიკოსი შონ უილენცი მუსიკოსის გარდასახვაზე საუბრობს და განმარტავს, როგორ იქცა დილანი მიმბაძველიდან ინტერპრეტაციის ოსტატად

შონ უილენცი არის ავტორი 2010 წელს გამოცემული წიგნისა – Dylan in America. მან ასევე დაწერა 125-გვერდიანი ანოტაცია ახლახან გამოცემული კრებულისთვის – The Bootleg Series Volume 18: Through the Open Window, 1956-1963.
ბობ დილანი ალბომის Another Side of Bob Dylan ფოტოსესიიდან, 1964 წელი
Michael Ochs Archives/Getty Images

როდესაც ბობ დილანი 1961 წლის იანვარში ნიუ-იორკში ჩავიდა, ის მინესოტადან ჩამოსული 19 წლის ბიჭი იყო, რომელიც ვუდი გათრით იყო შთაგონებული. იმ პერიოდის ჩანაწერების უმეტესობა ახლა უკვე გაერთიანდა კრებულში –  The Bootleg Series Volume 18: Through the Open Window, 1956-1963. სერია 2025 წლის 31 ოქტომბერს გამოიცა. ეს ნამუშევრები გვაჩვენებს ახალგაზრდა არტისტს, რომელიც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ ხმას და ხშირად ბაძავს თავის კუმირებს როგორც მელოდიებით, ისე ვოკალური სტილით. 

მალევე ახალგაზრდა სიმღერების ავტორი და შემსრულებელი სხვების ნამუშევრების ინტერპრეტატორად იქცა, მათ იმ უნიკალურ ხასიათს სძენდა, რომელიც მის ადრეულ ჩანაწერებს აშკარად აკლდა. „ეს არის ამბავი, თუ როგორ ხდება ბობ დილანი ბობ დილანი,“ – ამბობს 2010 წელს გამოცემული წიგნის, Dylan in America-ს ავტორი შონ უილენცი Billboard-ის პოდკასტში – Behind the Setlist. „ეს არის მისი სრულწლოვნებამდე მისვლის, მომწიფების ამბავი – ჯერ როგორც შემსრულებლის, შემდეგ კი როგორც ავტორის, რათა გამხდარიყო ის ადამიანი, როგორადაც დღეს ვიცნობთ,” – აღნიშნავს უილენცი. 

ფოლკის, ბლუზის, ჯაზის და ლენი ბრიუსის მსგავსი ფიგურების გარემოცვაში, დილანის შემოქმედებითი ზრდა უკვე 1961 წლის დასაწყისში, ვილიჯში ჩასვლისთანავე დაიწყო. როცა ის მისივე სახელობის სადებიუტო ალბომს წერდა, დილანი უკვე ფლობდა უნარს, სხვისი სიმღერა მთლიანად გარდაექმნა და თავისად ექცია. „ხალხი ან ბაძავს, ან ზედაპირულად გადააკეთებს ხოლმე სხვის ნამუშევარს,“ – ამბობს უილენცი, პრინსტონის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი. მისი თქმით, დილანი სხვებს ბაძავდა, როცა ნიუ-იორკში გადმოვიდა, წელიწადნახევრის შემდეგ კი ის უკვე წერდა Blowin’ in the Wind-ს და ამერიკული მუსიკის ტრაექტორიას სამუდამოდ ცვლიდა.

დილანი განუწყვეტლივ მუშაობდა საკუთარ ოსტატობაზე – სიმღერებს ყველგან წერდა, სადაც კი შეძლებდა. „შუა მეტროს ვაგონში შეეძლო მდგარიყო და სიმღერა ეწერა,“ – ამბობს უილენცი. „ის მუდამ წერდა, მაგრამ მარტო ამას არ აკეთებდა. სწავლობდა გიტარაზე დაკვრას, ემოციების გადმოცემას, უამრავ რამეს ეუფლებოდა და ამაში უდიდეს შრომას დებდა. პარალელურად სწავლობდა ამერიკული სიმღერის მთლიან სპექტრს – ისე, როგორც მაშინ ამას ცოტა ადამიანი აკეთებდა.“

ეს არა უბრალოდ შემოქმედებითი ზრდა, არამედ მეტამორფოზა იყო. დილანი აღარც ბაძავდა წინამორბედებს, ის უკვე გარდაქმნიდა სიმღერებს საკუთარი, უნიკალური სტილით. კრებულიდან – The Bootleg Series Volume 18: Through the Open Window, 1956-1963 – უილენცი პირველ დისკს გამოყოფს, როგორც ამ ევოლუციის სიმბოლოს. „ფანტასტიკურია! როცა ყურადღებით უსმენ, ხვდები, რომ ეს ვუდი გათრი საერთოდ არ არის და თან არის კიდეც. დილანმა უბრალოდ თავის სიმღერად გადააქცია,” – ამბობს უილენცი. მისი შეფასებით, Ramblin’ Round გათრის მხოლოდ პატივს კი არ მიაგებს, არამედ ხელახლა წარმოაჩენს მას. 

ბობ დილანის ისტორიკოსთან, შონ უილენცთან სრულ ინტერვიუს შეგიძლიათ მოუსმინოთ ბმულზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ROSALÍA COURTESY OF COLUMBIA RECORDS

რატომ ღირდა როსალიას Lux ლოდინად: კრიტიკოსების აზრი

შემდეგი სტატია

Deep Purple თბილისში – ლეგენდარული ბენდი 16 ნოემბერს ძველ სპორტის სასახლეში დაუვიწყარ კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი