Deep Purple თბილისში – ლეგენდარული ბენდი 16 ნოემბერს ძველ სპორტის სასახლეში დაუვიწყარ კონცერტს გამართავს

Deep Purple-ის კონცერტი თბილისში REDIUM-ის ორგანიზებით გაიმართება.
Deep Purple-ის კონცერტი REDIUM-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართება

16 ნოემბერს თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში, როკის ცოცხალი ლეგენდის, Deep Purple-ის კონცერტი გაიმართება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა მსმენელისთვის, ცოცხლად მოისმინოს როკ-კორიფეების შთამბეჭდავი შესრულება, რომელთა შემოქმედებამ მუსიკალური ცნობიერება ჩამოაყალიბა. Deep Purple კარიერის ფარგლებში ბოლო მსოფლიო ტურნეს მართავს.

აღსანიშნავია, რომ კონცერტი REDIUM-ის ორგანიზებით იმართება:

„ეს იქნება წლის ყველაზე მასშტაბური და ემოციური მუსიკალური მოვლენა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Deep Purple-ის ტურნე თბილისსაც მოიცავს. მსგავსი გამოცდილება ნამდვილმა მელომანმა არ უნდა გამოტოვოს,“  –  განაცხადა REDIUM-ის დამფუძნებელმა Billboard Georgia-სთან საუბარში.

1968 წელს ჩამოყალიბებული ბრიტანული ბენდი Deep Purple მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-ჯგუფად ითვლება.

57-წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში  მათი საკონცერტო პერფორმანსები ტექნიკური სიზუსტით, სცენური იმპროვიზაციით, ქარიზმით და ენერგიით არის გამორჩეული. 

დღესდღეობით ჯგუფს მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. 2016 წელს Deep Purple როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მათი ალბომები რეგულარულად ხვდებოდა ბრიტანეთის და აშშ-ის ჩარტებში (Billboard 200), სადაც განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს ალბომებმა Machine Head  (1972), Made in Japan (1972) და Perfect Strangers (1984). ბენდის ცნობილი ჰიტებია: Smoke on the Water, Highway Star, Hush, Burn, Child in Time და Perfect Strangers, Women from Tokyo და სხვ.  – ეს არის სიმღერები, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალობას და დღემდე რჩებიან გლობალური ჩარტებისა და რადიოეთერების განუყოფელ ნაწილად.

თბილისში 16 ნოემბერს დაგეგმილი Deep Purple-ის კონცერტი არა მხოლოდ  გრანდიოზული მუსიკალური მოვლენა, არამედ ერთგვარი კულტურული გამოცდილებაა,  – შეხვედრა მუსიკის ისტორიის ცოცხალ ლეგენდებთან, რომელთა სიმღერებიც თაობებს აერთიანებს. 

მოემზადეთ წლის ყველაზე გამორჩეულ ღონისძიებაზე დასასწრებად. Deep Purple-ის კონცერტის ბილეთების შეძენა  Biletebi.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბობ დილანის ისტორიკოსი შონ უილენცი მუსიკოსის გარდასახვაზე საუბრობს და განმარტავს, როგორ იქცა დილანი მიმბაძველიდან ინტერპრეტაციის ოსტატად

შემდეგი სტატია

Forgot to Dream – ნიკალასა და ხატია ქორიძის გამორჩეული საღამო თათუზას ჯაზკლუბში

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი