Radiohead-ის ალბომი Hail to the Thief (Live) ოთხ სხვადასხვა ჩარტში ტოპ ათეულშია

Top Album Sales-ის ჩარტში ალბომი მერვე ადგილით პოზიციონირებს.
Radiohead Tom Sheehan
Radiohead Tom Sheehan

Radiohead-ის მეორე ლაივ ალბომმა Hail to the Thief: Live Recordings 2003–2009 ჩარტებში საკმაოდ წარმატებული სტარტი აიღო და Billboard-ის ოთხ სხვადასხვა ტოპ ათეულში მოხვდა.

ალბომმა Top Album Sales-ის ჩარტში მე-8 ადგილი დაიკავა. Hail to the Thief (Live) ასევე შევიდა ტოპ ათეულში შემდეგ ჩარტებში: Indie Store Album Sales (N4), Vinyl Albums (N5) და Top Current Album Sales (N8).

Billboard 200-ის ჩარტში ალბომი მე-200 პოზიციაზე მოხვდა, რაც Radiohead-ისთვის უკვე მე-17 ჩანაწერია ამ რეიტინგში. გარდა ამისა, ის Independent Albums-ის ჩარტში 30-ე ადგილით პოზიციონირებს, ხოლო Top Rock & Alternative Albums-ის კატეგორიაში  48-ე ადგილზეა.

აშშ-ში 6 ნოემბრით დასრულებულ კვირაში Radiohead-ის ახალი ლაივ ალბომის დაახლოებით 8 000 ასლი გაიყიდა.

Billboard-ის Top Album Sales ჩარტი კვირის განმავლობაში ყველაზე გაყიდული ალბომების სიას აჩვენებს, რომელიც რეალური გაყიდვის საფუძველზე ითვლება. ეს ჩარტი 1991 წლიდან არსებობს, იმ დღიდან, როცა Billboard-მა გაყიდვების ელექტრონული აღრიცხვა SoundScan-ის (ამჟამად Luminate) სისტემის მეშვეობით დაიწყო. 2014 წლამდე Billboard 200 რეიტინგი მხოლოდ ალბომების გაყიდვებს ეფუძნებოდა, ახლა კი მასში სტრიმინგი და სიმღერების ჩამოტვირთვაც შედის.

Radiohead-ის ახალი საკონცერტო ჩანაწერი ერთ-ერთია იმ ექვსი ალბომიდან, რომელიც Top Albums Sales ჩარტის ტოპ 10-ში მოხვდა. ამ ჩარტის სიის სათავეშია Florence + the Machine-ის Everybody Scream, Tyler, The Creator-ის  CHROMAKOPIA მისი ხელახლა გამოცემის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, Grateful Dead-ის ლაივ ალბომი Dave’s Picks, Vol. 56 მესამე ადგილზეა. ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl მეოთხეზე, KPop Demon Hunters-ის საუნდტრეკი მეხუთეზე, ხოლო Hamilton: 10 Shots მეექვსე ადგილზე პოზიციონირებს. Stray Kids-ის ჰიტმა KARMA-მ მეცხრიდან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა, ბობ დილანის საარქივო კომპილაციური ალბომი Through the Open Window კი მეცხრე ადგილზეა, ბოლოს კი, Vince Guaraldi Trio-ს კლასიკური საუნდტრეკი A Charlie Brown Christmas ტოპ 10-ში  მეათე პოზიციით დაბრუნდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რას გვეუბნება წლევანდელი გრემის ნომინაციები ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის საქმიანობაზე

შემდეგი სტატია

ენ ჰეთეუეი და მერილ სტრიპი „ეშმაკს აცვია პრადა 2-ის” პირველ ტრეილერში გამოჩნდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი