Radiohead-ის კონცერტმა ლონდონის O2 არენაზე Metallica-ს რეკორდი მოხსნა

ნოემბერში ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა ამ დარბაზში ოთხი კონცერტი გამართა, რომელთა ბილეთებიც სრულად გაიყიდა.
Radiohead performs at O2 arena in London, England on November 21, 2025. Alex Lake @twoshortdays
Radiohead performs at O2 arena in London, England on November 21, 2025. Alex Lake @twoshortdays

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ბენდმა Radiohead-მა ნოემბერში გამართული ოთხი სრულად გაყიდული კონცერტის შემდეგ ლონდონის O2 არენაზე დასწრების რეკორდი მოხსნა. მანამდე ეს რეკორდი 2017 წელს ჯგუფ Metallica-ს ეკუთვნოდა. Radiohead-ის კონცერტები 21, 22, 24 და 25 ნოემბერს გაიმართა და თითოეულ საღამოს 22 200-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. არენას მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბოლო კონცერტს 22 355 ადამიანი დაესწრო.

„ეს ოთხი რეკორდული საღამო ამ დარბაზის ისტორიაში შევა. Radiohead ყოველ საღამოს დასწრების ახალ რეკორდს ამყარებდა“. – განაცხადა O2-ის პროგრამირების დირექტორმა კრისტიან დ’აკუნიამ.

„ვიცოდით, თუ რამდენად განსაკუთრებული იქნებოდა ეს ექსკლუზიური შოუები და მადლიერები ვართ ჯგუფის, რომ O2-ზე წარდგნენ. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათი მასპინძლობა. მათ ყოველ ღამეს სრულად განსხვავებული სეტლისტი ჰქონდათ, ეს კონცერტები კი წლების მანძილზე დარჩება ისტორიაში.“

შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, Radiohead-მა ტურნეს დაბრუნება 4 ნოემბერს მადრიდის Movistar Arena-ზე გამართული სრულად გაყიდული შოუთი აღნიშნა, რითაც კონცერტების სერიის (20) ევროპული ტურნე დაიწყო. კონცერტების სერია მოიცავდა დიდ ბრიტანეთსა და ევროპის დიდ ქალაქებს; მათ შორის მადრიდს, ბოლონიას, კოპენჰაგენს, ბერლინს და ასევე ლონდონში ოთხდღიან რეზიდენციას. ეს Radiohead-ის პირველი გამოსვლაა 2018 წლის ზაფხულის შემდეგ, როდესაც ბენდი აგვისტოში ფილადელფიის Wells Fargo Center-ში წარდგა.

Radiohead-ის დრამერმა ფილიპ სელვეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „გასულ წელს, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, რეპეტიციისთვის შევიკრიბეთ. ძალიან სასიამოვნო იყო ისევ დაკვრა, სიმღერებთან დაბრუნება და იმ მუსიკალურ იდენტობასთან დაკავშირება, რომელიც ჩვენში ძალიან ღრმადაა გამჯდარი.“

Radiohead-მა მუსიკალური შესვენება 2016 წლის ალბომის, A Moon Shaped Pool-ის ფართომასშტაბიანი მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ აიღო. აღნიშნული ნამუშევარი ბრიტანეთის ოფიციალურ ჩარტში ჯგუფისთვის მეექვსე N1 ალბომი აღმოჩნდა, ხოლო Billboard 200-ში მესამე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

აარონ პარკსის ტრიოს ორი გამორჩეული კონცერტი Tatuza Jazz Club-ში

შემდეგი სტატია

მანანა დოიჯაშვილის სახელობის XXVII საერთაშორისო ფესტივალი – „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი