Red Hot Chili Peppers-ის ბასისტმა Flea-მ სადებიუტო სოლო ალბომის გამოცემა დააანონსა და  სინგლი A Plea გამოაქვეყნა

მუსიკოსი ვიდეოში თავისუფალ „ფრისტაილ“ მოძრაობებს აკეთებს, კლიპი კი მისმა შვილმა, ფოტოგრაფმა კლარა ბალზარიმ გადაიღო.
Flea, "A Plea" Courtesy
Flea, “A Plea” Courtesy

Flea თავის პირველ სოლო სინგლში მარტივ გზავნილს ავრცელებს: „იცხოვრე მშვიდობისთვის, იცხოვრე სიყვარულისთვის“.  ეს გულწრფელი, მოწოდება რვაწუთიან კომპოზიციაში A Plea თითქმის ხუთი წუთის განმავლობაში ისმის, ვიდეოკლიპი კი  2 დეკემბერს გამოქვეყნდა.

თავისუფალი ჯაზისა და სიტყვათა თანწყობის ნარევი კომპოზიცია Red Hot Chili Peppers-ის ბასისტის, Flea-ს მომავალი და ჯერ კიდევ უსახელო სადებიუტო სოლო ალბომის პირველი სინგლია, რომელიც მომავალ წელს Nonesuch Records-ზე გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი ყველაზე მეტად Red Hot Chili Peppers-ში ენერგიული ბას-გიტარისტის სახელით არის ცნობილი, Flea სადებიუტო ალბომში თავის პირველ ინსტრუმენტს, საყვირს უბრუნდება, რომლის შესახებაც არტისტმა თქვა: „ეს არის თანამედროვე ჯაზის მოყვარულთა საოცნებო ბენდი.” ალბომში მოწვეული არტისტებისა და სიმღერების სიის შესახებ დეტალები მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.

მანამდე კი Flea-მ დინამიური ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა კომპოზიციაზე – A Plea. კლიპის რეჟისორიც მისი უფროსი ქალიშვილი, ფოტოგრაფი კლარა ბალზარია. Flea ცარიელ სივრცეში თანამედროვე ქორეოგრაფიული სტილის მოძრაობებს ასრულებს, ამ ყველაფერს კი კომპოზიციის დინამიური ჯაზური რიტმი კრავს. 

სიმღერა სრულად Flea-ს მიერაა დაწერილი და შესრულებული და ასევე ელექტრო ბასისა და საყვირის ხმებთან ერთად  გილ სკოტ-ჰერონის მსგავს სასაუბრო სტილში შესრულებულ ვოკალს მოიცავს.

ტრეკზე Flea-სთან ერთად ასევე მონაწილეობენ: კონტრაბასისტი – ანა ბატერსი (Boygenius), გიტარისტი – ჯეფ პარკერი (Tortoise), დრამერი – დინტონი პარკსი (We Are Dark Angels), პერკუსიონისტი – მაურო რეფოსკო (დევიდ ბირნი), ალტ ფლეიტისტი – რიკი ვაშინგტონი და ტრომბონისტი – ვიკრამ დევასტჰალი (ანჯელ ოლსენი). დამატებით ვოკალის ნაწილში კი Flea-ს უერთდებიან კრის უორენი – (The DX Band) და სიმღერის პროდიუსერი ჯოშ ჯონსონი – (ლეონ ბრიჯესი), რომელიც ასევე ალტ საქსოფონზე უკრავს.

განცხადებაში Flea-მ აღნიშნა, რომ სიმღერის ტექსტი ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირებებს აღწერს:  „სივრცე, რომელიც ყველაფერს სცდება – სიყვარულია, სადაც შემიძლია აზრის თავისუფლად დაფიქსირება. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო საკუთარი მე. არ მაინტერესებს პოლიტიკა. ვფიქრობ, რომ არსებობს გაცილებით უფრო ტრანსცენდენტული ადგილი,  რომელიც პოლიტიკაზე მაღლა დგას,  სადაც რეალური დიალოგი შესაძლებელია. ვიცხოვროთ ჰარმონიულად და პროდუქტიულად ისე, რომ ეს ჯანსაღი იყოს მსოფლიოსთვის. ვფიქრობ, არსებობს ადგილი, სადაც ერთმანეთს ვხვდებით და ეს ადგილი  სიყვარულია“.

მიუხედავად იმისა, რომ Flea 1982 წლიდან Red Hot Chili Peppers-ის ბას-გიტარისტია, იგი ასევე უკრავდა არაერთ სუპერჯგუფში, მათ შორის Radiohead-ის ვოკალისტის, ტომ იორკის Atoms For Peace-ში. მას ასევე უმუშავია ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან:  Circle Jerks, ტომ უეიტსი, ჯონი ქეში, ალანის მორისეტი, Nirvana და Jane’s Addiction. Flea ასევე მონაწილეობდა კინოსა და სატელევიზიო პროექტებშიც, ასრულებდა ეპიზოდურ როლებს, მათ შორის Back to the Future Pt. II, My Own Private Idaho, Inside Out 2, Fear and Loathing in Las Vegas, Baby Driver, The Big Lebowski და Obi-Wan Kenobi და სხვა.

ნახეთ Flea-ს ახალი ვიდეო A Plea:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

BBC Radio 1-მა Sound of 2026-ის ნომინანტთა ე.წ. გრძელი სია გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

მექსიკის კონცერტზე დუა ლიპამ Besame Mucho შეასრულა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი