მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს

„შოუ უნდა გაგრძელდეს“ – განაცხადა მომღერალმა.
დოლი პარტონი და მაილი საირუსი გრემის ყოველწლიურ 61-ე დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კევინ უინტერი / Getty Images The Recording Academy
დოლი პარტონი და მაილი საირუსი გრემის ყოველწლიურ 61-ე დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი. ფოტო: კევინ უინტერი / Getty Images The Recording Academy

პოპვარსკვლავმა ნათლიის, დოლი პარტონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  Avatar: Fire and Ash-ის პრემიერაზე, ლოს-ანჯელესში, 1 დეკემბერს ისაუბრა.

„ის ყოველთვის გააგრძელებს შოუს და ეს შოუ უნდა გაგრძელდეს კიდეც.  მოუთმენლად ელოდება, როდის დაუბრუნდება სამუშაო გარემოს.“ – უთხრა მაილი საირუსმა Entertainment Tonight-ს დოლი პარტონის შესახებ.

სექტემბრის ბოლოს, 79 წლის ქანთრი-მუსიკის ლეგენდამ დოლი პარტონმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ლას-ვეგასში, Colosseum at Caesars Palace-ში გასამართი საკონცერტო რეზიდენცია გადადო. კონცერტების სერია 2025 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო, ახლა კი 2026 წელს არის დაგეგმილი.

მას შემდეგ, რაც ინტერნეტში დოლი პარტონის ჯანმრთელობის შესახებ ჭორები გავრცელდა, მომღერალმა ამ საკითხზე საჯაროდ ისაუბრა. 

„ვფიქრობ, ღმერთს ჯერ ჩემთან საქმე არ დაუსრულებია და მეც არ დამისრულებია მუშაობა. უბრალოდ მინდოდა, გცოდნოდათ, რომ ჯერ არ ვკვდები. ბევრი ჭორი ვრცელდება და ვიფიქრე, ჯობდა, ეს ჩემგან გაგეგოთ, იცოდეთ, რომ კარგად ვარ“. – თქვა 8 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში Country Music Hall of Fame-ის წევრმა დოლი პარტონმა. 

მომღერალს მაილი საირუსთან დიდი ხნის მეგობრობა და პროფესიული ურთიერთობა აკავშირებს. 2024 წელს გენეალოგიის ძიების ვებგვერდმა Ancestry.com-მა გამოავლინა, რომ ისინი შორეული ნათესავებიც კი არიან. დოლი პარტონი ასევე გამოჩნდა Disney Channel-ის სერიალში  Hannah MOntana დეიდა დოლის როლში, ხოლო მაილი საირუსთან ერთად პოპვარსკვლავის ჰიტის, Wrecking Ball-ის ახალი ვერსია ჩაწერა, რომელიც დოლი პარტონის 2023 წლის ალბომში Rockstar შევიდა.

მაილი საირუსმა ცოტა ხნის წინ მუსიკოსს  Maxx Morando-სთან ნიშნობა დაადასტურა, Avatar 2-ისთვის კი სიმღერა Dream as One ჩაწერა. ფილმის პრემიერაზე საირუსი საქმროსთან ერთად, ხელზე ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.  

წყვილი ურთიერთობის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე დაინიშნა,  მაილი საირუსი კი ადრეულ ქორწინებაში ლიამ ჰემსვორთთან იმყოფებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შონ კომბსის დედა „ნეტფლიქსის” დოკუმენტურ სერიალს სიცრუეში ადანაშაულებს

შემდეგი სტატია

ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში ორგანისტ რომან კრასნოვსკის კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი

OASIS-ის 2025 წლის ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორები განმარტავენ, თუ რატომ დამალეს კამერები გადაღებისას

OASIS: DON’T LOOK BACK IN ANGER-ის პრემიერა სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება.
მეტი