ბობ დილანი Rough and Rowdy Ways-ის ტურს აგრძელებს და 2026 წელს აშშ-ში 27 კონცერტს გამართავს

ტურნე მოიცავს ნებრასკას, სამხრეთ დაკოტას, ილინოისის, კენტუკის, სამხრეთ კაროლინასა და ჯორჯიის პატარა ქალაქებს.
ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერი, ინდიანას შტატი. ფოტო: გარი მილერი//GETTY IMAGES
ბობ დილანი 2023 წლის 23 სექტემბერი, ინდიანას შტატი. ფოტო: გარი მილერი//GETTY IMAGES

ბობ დილანისთვის გზა მართლაც უსასრულოდ გრძელდება. გასულ შაბათ-კვირას, ზედიზედ მეხუთე წელს, ლეგენდარულმა როკარტისტმა აშშ-ში დაგეგმილი კონცერტების სერია დააანონსა, რომელიც მისი 2020 წლის ალბომის –  Rough and Rowdy Ways-ის მხარდასაჭერად იმართება.

მომავალ წელს დილანი აშშ-ში 27-კონცერტიან ტურნეს მართავს, რომელიც მოიცავს როგორც დიდ, ასევე საშუალო ზომის სცენებს. ტური 21 მარტს ომაჰაში (ნებრასკა), Orpheum Theater-ში დაიწყება.

84 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი ბობ დილანი ტურნეს ასევე გამართავს სამხრეთ დაკოტაში, მის მშობლიურ მინესოტაში, აიოვაში, ვისკონსინში, ილინოისში, ინდიანაში, მიჩიგანში, კენტუკიში, ოჰაიოში, ტენესიში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სამხრეთ კაროლინაში, ჯორჯიაში, ალაბამაში, მისისიპსა და ლუიზიანაში. საბოლოოდ ტურნე 1 მაისს ტეხასის ქალაქ აბილინში დასრულდება.

ბობ დილანი Rough and Rowdy-ს ტურნეს ფარგლებში ძირითადად სიმღერებს 39-ე სტუდიური ალბომიდან ასრულებს, პარალელურად კი მსმენელს საკუთარი კლასიკური ნამუშევრების განახლებულ ვერსიებსაც სთავაზობს.

გასულ ზაფხულს დილანმა მცირე პაუზა აიღო, რათა ვილი ნელსონთან ერთად Outlaw Music Festival-ში მიეღო მონაწილეობა.

ლეგენდარული მუსიკოსის უახლესი ალბომი Shadow Kingdom 2023 წელს გამოვიდა და ის დილანის თითქმის 70-წლიანი კარიერის საწყისი პერიოდის სიმღერების ახალ ჩანაწერებს მოიცავს.

ბობ დილანის 2026 წლის ტურნეს ბილეთების გაყიდვა 12 დეკემბერს ticketing information-ზე დაიწყება.

გაეცანით ბობ დილანის 2026 წლის აშშ-ის ტურნეს თარიღებს:

მარტი

21  – ომაჰა, ნებრასკა – Orpheum Theater

22 –  სიუ ფოლსი, სამხრეთ დაკოტა – Mary W. Sommervold Hall

24 – როჩესტერი, მინესოტა –  Mayo Civic Center Arena

25 – აიოვა-სიტი, აიოვა –  Hancher Auditorium

27 –  ლა კროსი, ვისკონსინი –  La Crosse Center

28 –  როკფორდი, ილინოისი – Coronado Theatre

30 –  უოკიგანი, ილინოისი –  Genesee Theatre

31 –  მუნსი, ინდიანა – Emens Auditorium

აპრილი

2 –  გრანდ რაპიდსი, მიჩიგანი –  DeVos Performance Hall

3 –  საგინო, მიჩიგანი – The Theater

4 –  დეტროიტი, მიჩიგანი –  Masonic Temple Theatre

6 –  ლუისვილი, კენტუკი –  The Louisville Palace

9 –  კოლუმბუსი, ოჰაიო – Palace Theatre

10 – კლივლენდი, ოჰაიო – KeyBank State Theatre

12 – დეიტონი, ოჰაიო – Winsupply Theatre

14 – ნოქსვილი, ტენესი – Knoxville Civic Auditorium

16 – ბოულინგ გრინი, კენტუკი – SkyPAC

17 – ჩატანუგა, ტენესი – Soldiers and Sailors Memorial Auditorium

19 – ეშვილი, ჩრდილოეთ კაროლინა – Thomas Wolfe Auditorium

20 – სპარტანბურგი, სამხრეთ კაროლინა – Spartanburg Memorial Auditorium

22 – მეიკონი, ჯორჯია – Macon City Auditorium

23 – დოთანი, ალაბამა – Dothan Civic Center

25 – ჯექსონი, მისისიპი – Thalia Mara Hall

27 – ბატონ რუჟი, ლუიზიანა – Raising Cane’s River Center

28 – შრივპორტი, ლუიზიანა – Shreveport Municipal Auditorium

29 – ტაილერი, ტეხასი – Cowan Center

მაისი

1 – აბილინი, ტეხასი – Abilene Auditorium

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფესტივალ „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში ორგანისტ რომან კრასნოვსკის კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

რაფაელ იტიერი 2017 წლის 15 მარტი, სან ხუანი, პუერტო რიკო / GV CRUZ/GETTY IMAGES FOR ASCAP

რაფაელ იტიერი – El Gran Combo de Puerto Rico-ს დამფუძნებელი, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი