ისრაელის კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად, ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ნემო ჯილდოს აბრუნებს

კონკურსის პირველი ღიად არაბინარული მონაწილის ნაბიჯი ხუთი ქვეყნის ბოიკოტს მოჰყვა.
ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ნემო
TOBIAS SCHWARZ/AFP VIA GETTY IMAGES

გასული წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებულმა ნემომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ, ისრაელის 2026 წლის ევროვიზიაზე დაშვებაზე პროტესტის ნიშნად, საკუთარ ჯილდოს უკან აბრუნებს. კონკურსის პირველმა ღიად არაბინარულმა მონაწილემ გადაწყვეტილება ინსტაგრამის პოსტით გააზიარა. ნემომ ევროვიზია 2024 წელს მოიგო სიმღერით The Code.

„გასულ წელს მე მოვიგე ევროვიზია და მივიღე ჯილდო,” – ამბობს ნემო გავრცელებულ ვიდეოში და ხელში სწორედ კონკურსის პრიზი უჭირავს. „და მიუხედავად იმისა, რომ უსაზღვროდ მადლიერი ვარ ყველა ადამიანის ამ კონკურსში და ყველა გამოცდილების, რაც იქ მივიღე, როგორც ადამიანმა და როგორც არტისტმა, დღეს აღარ ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო ჩემს თაროზე უნდა იდოს.”

„ევროვიზია ამბობს, რომ ის დგას ერთიანობის, ინკლუზიურობისა და ღირსების სადარაჯოზე. სწორედ ეს ღირებულებები იყო, რაც ჩემთვის ამ კონკურსს მნიშვნელოვანს ხდიდა. მაგრამ ისრაელი კვლავ განაგრძობს მასში მონაწილეობას იმის ფონზე, რომ გაეროს დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ მის მიერ ჩადენილი ქმედება გენოციდად აღიარა. ეს კი ცხადი კონფლიქტია კონკურსის იდეალებსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის.”

მომღერლის ქმედება მოჰყვა კიდევ ხუთი ქვეყნის ბოიკოტს, რომლებმაც მომდევნო წლის ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსიდან ისრაელის გარიცხვაზე უარი განაცხადა. ისლანდიამ, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, სლოვენიამ და ესპანეთმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას 2026 წლის ევროვიზიის კონკურსში, რომელიც მაისში ვენაში გაიმართება. წლევანდელი ევროვიზია სწორედ ავსტრიის მონაწილე JJ-მ მოიგო სიმღერით Wasted Love.

გარდა ამისა, პორტუგალიის ადგილობრივი შესარჩევი კონკურსის 16 მონაწილიდან 11-მა უკვე დააფიქსირა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ევროვიზიაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. 

თავად ევროვიზია მუდმივად აღნიშნავს, რომ ის არაპოლიტიკური ღონისძიებაა და მოუწოდებს მონაწილე მაუწყებლებსა და შემსრულებლებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან მათ სიმღერებში. თუმცა, მიუხედავად ამისა,  პოლიტიკას არაერთხელ შესულა კონკურსის დღის წესრიგში. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროვიზიამ რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა. ამჯერად კი ისრაელის კონკურსიდან გარიცხვის მოთხოვნა კიდევ უფრო დიდია, მათ მიერ ღაზაში წარმოებული ომის ფონზე, რომელმაც ტერიტორიაზე შიმშილი გამოიწვია და რომელიც  გაეროს მიერ გენოციდად შეფასდა, რასაც თავად ისრაელი განუწყვეტლივ უარყოფს. 

„თუ ღირებულებები, რომლებსაც სცენაზე ვემსახურებით, არ ვრცელდება სცენის მიღმაც, მაშინ ყველაზე ლამაზი სიმღერებიც კარგავენ მნიშვნელობას. ველოდები მომენტს, როცა სიტყვები და ქმედებები თანხვედრაში მოვა. მანამდე კი, ეს ჯილდო თქვენია.”

ნემოს განცხადებამდე, ევროვიზიის დირექტორმა მარტინ გრინმა ღია წერილი გაავრცელა გულშემატკივრების სახელზე, სადაც ის კონკურსზე ისრაელის დაშვების გადაწყვეტილებაზე საუბრობს: „ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ახლა ძალიან ემოციურად გრძნობს თავს. მეც ასევე ვარ და ამიტომაც მინდოდა, პირდაპირ თქვენთვის მომემართა. ვიცი, რომ განიცდით იმას, რაც შუა აღმოსავლეთში ხდება და იმას, თუ როგორ უკავშირდება ეს რეალობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს.  ზოგიერთი თქვენგანი გვწერს, ღიად საუბრობს და გამოხატავს გაბრაზებასა და გულისტკივილს იმაზე, რასაც ისინი ჩვენს სიჩუმედ მიიჩნევენ ტრაგედიის პირისპირ. მინდა გითხრათ, რომ გვესმის თქვენი ხმა. გვესმის, რატომ განიცდით ასე და თავად ჩვენც განვიცდით.”

გრინის თქმით, 70 წლის კონკურსი დაიბადა „გაყოფილ და დანაწევრებულ ევროპაში, როგორც ერთიანობის, მშვიდობისა და იმედის სიმბოლო. ეს საფუძვლები არ შეცვლილა და უცვლელია კონკურსის მიზანიც. ეს კონკურსი გადარჩა მიუხედავად ომებისა, პოლიტიკური არეულობებისა და ცვალებადი საზღვრებისა. ამ ყველაფრის ფონზე, ის დარჩა ადგილად, სადაც ადამიანები ევროპის ყველა კუთხიდან მოდიან და სადაც მთელ მსოფლიოს შეუძლია გაერთიანდეს და იზეიმოს შემოქმედებითობა და კავშირი, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება.”

გასული ორი წლის განმავლობაში ისრაელის კონკურსში მონაწილეობამ პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია და გააჩინა მოწოდებები, რომ ქვეყანა 2025 წლის ევროვიზიიდან გაერიცხათ. წლევანდელ კონკურსზე ისრაელს იუვალ რაფაელი წარადგენდა, რომელიც თავად გადაურჩა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმას, რომელსაც 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა. რაფაელმა მეორე ადგილი დაიკავა სიმღერით New Day Will Rise.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი ვაჩნაძისა და მარიო ბრუნელოს კამერული მუსიკის საღამო 

შემდეგი სტატია

მუსიკალური ინდუსტრიის უახლესი რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი