გიორგი ვაჩნაძისა და მარიო ბრუნელოს კამერული მუსიკის საღამო 

კონცერტი მანანა დოიჯაშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.

20 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში მანანა დოიჯაშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ფარგლებში რიგით მეოთხე კონცერტი გაიმართება. კამერულ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგებიან კონსერვატორიის რექტორი, პიანისტი გიორგი ვაჩნაძე და ფესტივალის საპატიო სტუმარი, იტალიერი ვიოლონჩელისტი მარიო ბრუნელო. შესრულდება ბეთჰოვენისა და რახმანინოვის დუეტები ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის.

ამავდროულად, დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იქნება უშანგი ხუმარაშვილის ნამუშევრები. 

გიორგი ვაჩნაძე, პიანისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, აქტიურად ეწევა საშემსრულებლო და აკადემიურ საქმიანობას. ის წარმატებით მართავს კონცერტებს აშშ-ში, კანადაში, იტალიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებში, როგორებიცაა ზალცბურგის, ვუდსტოკის, ჰოლივუდის, კოვენტ-გარდენისა და სხვა ცნობილი ფესტივალები. თბილისში მიღებული განათლების შემდეგ 1990 წელს ვაჩნაძე ნიუ-იორკში წავიდა, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის სტუდიას შეუერთდა და არაერთი საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ვაჩნაძეს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს ცნობილ დირიჟორებთან: ჯანსუღ კახიძე, პაავო იარვი, ნორიჩიკა იმორი, ჯანანდრეა ნოზედა, ვალერი გერგიევი, ვლადიმერ ფედოსეევი და სხვები.

საშემსრულებლო კარიერის გარდა, ვაჩნაძე ეწეოდა აკადემიურ-პედაგოგიურ საქმიანობას დეპოლის, მიჩიგანისა და ინდიანას უნივერსიტეტებში. ამჟამად ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და პროფესორია. 

მარიო ბრუნელო მისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და მოთხოვნადი არტისტი –  სოლისტი, კამერული მუსიკის შემსრულებელი და დირიჟორია. სწორედ ის მიიჩნევა ჩელო პიკოლოს პიონერად. ბრუნელო არის პირველი ევროპელი, რომელმაც ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა (1986 წელს).  სხვადასხვა დროს ის თანამშრომლობდა ისეთ დირიჟორებთან როგორებიც არიან: ანტონიო პაპანო, მიონგ-ვუნ ჩუნგი, იური ტემირკანოვი, ზუბინ მეტა, ტონ კუპმანი, მანფრედ ჰონეკი, რიკარდო მუტი, დანიელე გატი, სეიჯი ოძავა, რიკარდო ჩაილი და კლაუდიო აბადო. ის მუდმივად მართავს კონცერტებს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, როგორებიცაა: ლონდონის სიმფონიური ორკესტრი, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი, ლივერპულის ფილარმონიული ორკესტრი, ფილადელფიის ორკესტრი, სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრი, ტოკიოს NHK სიმფონიური ორკესტრი და სხვ. 

ბრუნელო უკრავს მე-17 საუკუნის დასაწყისში დამზადებულ ისტორიულ ინსტრუმენტზე Maggini, რომელსაც ბოლო წლებში ოთხსიმიანი პიკოლო ჩელოც შეჰმატა. ეს უკანასკნელი ფართოდ გამოიყენებოდა ბაროკოს ეპოქაში, განსაკუთრებით კი, იოჰან სებასტიან ბახის შემოქმედებაში. ბრუნელოს ინსტრუმენტი შექმნილია ამატის მოდელის შთაგონებით, რომლის ორიგინალიც კრემონაში ინახება. მუსიკოსის ფართო და მრავალფეროვანი დისკოგრაფიიდან, ალბომების სრული უმრავლესობა საერთაშორისო კრიტიკოსების მაღალი შეფასებით სარგებლობს. 

მარიო ბრუნელო არის ფესტივალების Arte Sella და I Suoni delle Dolomiti სამხატვრო ხელმძღვანელი. აგრეთვე, 2020 წლიდან, იგი აგრძელებს ჯანანდრეა ნოზედას შემოქმედებით საქმიანობას და ხელმძღვანელობს ფესტივალს Stresa Festival.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Shakira - Zootopia 2 COURTESY PHOTO

ZOOTOPIA 2-ის საუნდტრეკი საბავშვო ალბომების ჩარტში ტოპ ათეულშია

შემდეგი სტატია

ისრაელის კონკურსში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად, ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ნემო ჯილდოს აბრუნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი

„დროის მანქანა” – „ისინი” ახალი სიმღერით ბრუნდებიან

სიმღერა სურვილზეა, არსებობდეს დროის მანქანა, რომელიც სასურველ განცდებში დაგაბრუნებს. საბოლოოდ კი თავადვე ხდება ასეთი მანქანა.
მეტი
Drake -ჰიუსტონი, 2024 წლის 16 მარტი ფოტო: Carmen Mandato/Getty Images

Drake-ის თქმით, მოკლემეტრაჟიან ფილმ FOMO-ში გაჟღერებული სიმღერების ნაწილი ამ კვირაში სტრიმინგ პლატფორმებზე გამოვა

Drake-მა უკვე წარადგინა PARTYNEXTDOOR-სა და დონ ტოლივერთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციები, ასევე Choosin’ Texas-ის ფრაგმენტები.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი