ნათია თოდუას ახალი სიმღერა 365 Chances

ნათია თოდუა - 365 Chances ფოტო: ნათია თოდუა
ნათია თოდუა – 365 Chances
ფოტო: ნათია თოდუა

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა ნათია თოდუამ 17 დეკემბერს მსმენელს ახალი სინგლი, სახელწოდებით 365 Chances წარუდგინა. წლის ბოლოს, სადღესასწაულო განწყობისა და საახალწლო მოლოდინის პარალელურად, სიმღერა განსაკუთრებულ ემოციურ აურას ქმნის და ზამთრის სეზონს ხალისიანი გზავნილით ეხმიანება.

„365 Chances“ საშობაო ხასიათის კომპოზიციაა, რომელიც იმედსა და მხარდაჭერას უსვამს ხაზს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სევდას, დაღლილობას ან მარტოობას განიცდის. 

„365 Chances“ არის საშობაო, სამოტივაციო სიმღერა, რომელიც ყველა იმ ადამიანს მივუძღვენი, ვისაც თუნდაც ერთი მიზეზი აქვს, იყოს მოწყენილი ან ნაღვლიანი. ტექსტი არის მხარდაჭერისა და იმედის გზავნილი, შეგრძნება, რომ ყოველი ახალი წელი ახალ შანსებს გვაძლევს. მისამღერში მინდოდა გადმომეცა ის სითბო და გულწრფელობა, რაც, ჩემი აზრით, შობის დღესასწაულზე ყველა ადამიანის გულშია. (Christmas makes us alive, Christmas keeps our smile, Take a breath and start again, ’Cause you are alive.)”  – აღნიშნავს ნათია თოდუა “ბილბორდთან” საუბარში.

სიმღერის ავტორი თავად არტისტია, სინგლი კი ზურა მახნიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, რომელსაც ასევე ეკუთვნის მისი არანჟირება,  საყვირის სოლოს კი გიორგი შამანაური ასრულებს. 

„ამჟამად ახალ EP-ზე  ვმუშაობ და პარალელურად მუსიკალურ პროგრამას ვამზადებ ქართველი მსმენელისთვის, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქართულ აუდიტორიასთან უფრო ახლოს ვიყო და ცოცხლად გავაზიარო ეს მუსიკა. გერმანიაში კი მაისიდან აქტიურად ვიქნები ჩართული სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალებზე ჩემი ბენდით და ახალი სიმღერებით.” – ამბობს ნათია თოდუა.

მოისმინეთ ნათია თოდუას ახალი სინგლი 365 Chances და აიმაღლეთ საახალწლო განწყობა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mikano

Mikano – მიკანო ტვილდიანის მუსიკალური პროექტი

შემდეგი სტატია

კარნეგი-ჰოლში ბილი ჯოელისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი