Astroworld-ის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ტრევის სკოტი სცენას დაუბრუნდება

ფოტო: Bertrand Rindoff Petroff/GI

ფესტივალ Astroworld-ის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ რეპერი ტრევის სკოტი სცენას დაუბრუნდება. ის Primavera Sound-ის ჰედლაინერი იქნება.

ოთხშაბათს ესპანურმა საპრომოუტერო კომპანიამ სამხრეთ ამერიკის სამ ლოკაციაზე: სან-პაულუში, სანტიაგოსა და ბუენოს აირესში დაგეგმილი Primavera Sound-ის ლაინაფები გამოაქვეყნა.

2021 წლის 5 ნოემბერს ტრევისის მიერ დაარსებულ ღონისძიებაზე, მისივე კონცერტის დროს, სცენის წინ მომხდარი ჭყლეტისას ასფიქსიით 9-დან 27 წლამდე ასაკის 10 ადამიანი დაიღუპა, 300-მდე კი დაშავდა. ფესტივალს 50 000 ადამიანი ესწრებოდა. ღონისძიებაზე წესრიგის დაუცველობისა და უყურადღებობის გამო რეპერის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელია შეტანილი. გამომძიებლები იკვლევენ, მიიღეს თუ არა სკოტმა, საპრომოუტერო კომპანია Live Nation-მა და სხვებმა ფესტივალის ჩატარებამდე შესაბამისი უსაფრთხოების ზომები.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. ამას მოჰყვა ალბომები Rodeo და Birds in the Trap Sing McKnight. ბოლო მათგანის დამსახურებით შემსრულებელი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. მისმა მესამე სტუდიურმა ჩანაწერმა Astroworld კრიტიკოსებისა და მსმენელისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ტრევისის ლეიბლზე გამოშვებულ კომპილაციურ ნამუშევარს Jackboys აგრეთვე ბილბორდის ჩარტის პირველობა ერგო. სკოტი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Future ქანიე ვესთთან ერთად ჩაწერილი ტრეკის ნაწყვეტს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: Pusha T კლიპს Call My Bluff ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი