დეონ კოულის კომედიურ შოუში მოულოდნელი გამოჩენისას, კანიე უესტმა ახალი ალბომი დააანონსა

„გვითხარი რამე, რას შეგვიძლია ველოდოთ?“ – ჰკითხა კოულმა. ვესტმა კი მოკლედ უპასუხა: „ახალ ალბომს“, რასაც აუდიტორია ხმაურიანი ოვაციებით შეხვდა.
კანიე უესტი
Theo Wargo/Getty Images for adidas

27 დეკემბერს კანიე უესტი დეონ კოულის კომედიური შოუს მსვლელობისას მოულოდნელად გამოჩნდა. ის სცენაზე ავიდა და გაამხილა, რომ ახალ ალბომზე მუშაობს.

კოულმა შოუს შემდეგ ინსტაგრამზე ამ მომენტის ამსახველი ვიდეოს ფრაგმენტიც გამოაქვეყნა. ვიდეოში კოულმა უესტი სცენაზე მიიწვია და აუდიტორიას „კარგი მეგობრის“ სტატუსით წარუდგინა. წამყვანმა რეპერს შოუში მისვლისთვის მადლობაც გადაუხადა. შემდეგ საუბარი უესტის მომავალ პროექტებს შეეხო. „გვითხარი რამე, რას შეგვიძლია ველოდოთ?“ – ჰკითხა კოულმა. ვესტმა კი მოკლედ უპასუხა: „ახალ ალბომს“, რასაც აუდიტორია ხმაურიანი ოვაციებით შეხვდა.

ნოემბერში კანიე უესტი ასევე გამოჩნდა ტრევის სკოტის Circus Maximus-ის შოუში, რომელიც იაპონიაში 8 ნოემბერს გაიმართა. ეს მომენტი ასევე გამორჩეული იყო რეპერის უეცარი გამოჩენით. ფანების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ უესტმა, რომელსაც სახე დაფარული ჰქონდა, შოუს დროს ნიღაბი მოიხსნა და 2007 წლის ჰიტი – Can’t Tell Me Nothing შეასრულა. შოუს განმავლობაში სკოტი სცენაზე დარჩა. კანიე უესტის სეტში შესრულდა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა: Runaway, Heartless, Flashing Lights, Stronger და All of the Lights. 

კანიე უესტი უახლოეს მომავალში იტალიაში გაემგზავრება, რათა ახალი Hellwatt ფესტივალი გახსნას, რომელიც RCF Arena-ზე 4-18 ივლისს გაიმართება. ღონისძიება ოფიციალურად 2026 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში დაანონსდება. 

2026 წლის თებერვალში ორი წელი გავა მას შემდეგ, რაც უესტის ალბომი – Vultures გამოვიდა. Ty Dolla $ign-თან ერთად ჩაწერილმა ალბომმა Billboard 200-ის ჩარტში მოწინავე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჰარი სტაილსი - Forever, Forever COURTESY PHOTO

ჰარი სტაილსმა Forever, Forever-ის მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შემდეგი სტატია

Taylor Swift, The Beatles, Michael Jackson, Elvis. PHOTOS: GI; ILLUSTRATION BY LYANNE NATIVIDAD

ტეილორ სვიფტი, The Beatles, ელვის პრესლი და სხვა არტისტები, რომლებმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზე ყველაზე მეტი კვირა გაატარეს, ნახეთ სრული სია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი