მოუსმინეთ: P. Diddy-სა და უიქენდის ტრეკი Beats by Dre-ს რეკლამაში

ფოტო: ADAYLIVING for Combs Enterprises

კომპანია Beats by Dre სარეკლამო ვიდეოების სერიის Made in LA ახალ ეპიზოდს აქვეყნებს, რომელშიც რეპერ P. Diddy-სა და მომღერალ The Weeknd-ის კომპოზიციაა გამოყენებული.

2022 წლის NFL Draft-ის დაწყებამდე გავრცელებულ 60-წამიან კლიპში ორეგონის უნივერსიტეტის გუნდის მცველი, ლოს ანჯელესელი ქეივონ თიბუდო მონაწილეობს. ის ფეხბურთის ცარიელ მოედანზე ვარჯიშობს.

“ფეხბურთელი ქეივონ თიბუდო არსაიდან მოსული არ გეგონოთ. ჩვენ მისთვის ბევრს ვლოცულობდით, განსაკუთრებით ბავშვობაში. ვფიქრობ, ღმერთმა აკურთხა ადამიანები, რომ სიკეთე აკეთონ სხვებისთვის. მას სურს, ჰქონდეს ამ ყველაფრისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა”, – ამბობს ვიდეოში სპორტსმენის დედა, შოუნთა ლოისი.

მას შემდეგ კი, რაც ქეივონი ახალ ყურსასმენს Beats Fit Pro მოირგებს, ფი დიდის რეჩიტატივი გაისმის. აღსანიშნავია, რომ რეპერი ბოლოს 2017 წლის კომპოზიციაში Watcha Gon’ Do? გამოჩნდა. ბილბორდის ცხელ ასეულში კი უკანასკნელად მისი 2010 წლის ტრეკი Coming Home მოხვდა.

2006 წლის შემდეგ დიდის სტუდიური ალბომი არ გამოუქვეყნებია. გასულ წელს მან მეხუთე სტუდიური ჩანაწერი Off the Grid დააანონსა და განაცხადა, რომ ის 2021 წლის 24 სექტემბერს გავრცელდებოდა, თუმცა, ნამუშევარი აქამდე არ გამოსულა. რეპერის უიქენდთან კოლაბორაცია მსმენელისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგანაც შარშან მან სათანამშრომლოდ კანადელის მენეჯერები დაიქირავა.

შონ კომბსმა შემოქმედებითი კარიერა 1990 წელს დაიწყო. რეპერმა 1997 წელს სადებიუტო სინგლი Can’t Nobody Hold Me Down გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში 28 კვირა გაატარა. წარმატება ხვდა წილად მის პირველ ალბომსაც No Way Out, რომელმაც დღემდე შვიდმაგი პლატინის სტატუსი დაიმსახურა. 3 გრემის მფლობელი მუსიკოსი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეპერია. ბიზნესჟურნალ “ფორბსის” 2019 წლის მონაცემებით, მისი ქონება 740 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Future ახალი ალბომის I NEVER LIKED YOU ტრეკლისტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: სემ სმიტი ახალ კომპოზიციას Love Me More ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი

50 Cent-ის თქმით, თანამედროვე რეპის შესაქმნელად მან თავისი „სულელური მხარე” უნდა გამოიყენოს

„ახლანდელ მუსიკას თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ სისულელე უნდა გავაკეთო,” - პასუხობს რეპერი კითხვაზე, თუ რატომ აღარ ქმნის მუსიკას ისეთი სიხშირით, როგორც ადრე.
მეტი