ნოელ გალაგერი მზად არის, ფილმ James Bond-ისთვის მუსიკა დაწეროს: „ეს ბრიტანელებმა უნდა გააკეთონ და არა ამერიკელებმა“

Oasis-ის მომღერალი ასევე მზადაა, ჯაშუშურ ფილმში ბოროტმოქმედის როლი შეასრულოს.
ნოელ გალაგერი - 2024 წლის 28 ნოემბერი, ლონდონი. DAVE BENETT/GETTY IMAGES
ნოელ გალაგერი – 2024 წლის 28 ნოემბერი, ლონდონი. DAVE BENETT/GETTY IMAGES

James Bond-ის შესახებ ფილმისთვის თემის დაწერა მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მიღწევად ითვლება,  Oasis-ის ნოელ გალაგერი კი მზად არის, ამ გამოწვევაში ჩაერთოს.

James Bond-ის  ლეგენდარული ფილმის მომავალ გადაღებებზე მითქმა-მოთქმა არ წყდება, სწორედ ამასთან დაკვაშირებით ნოელ გალაგერმა ორშაბათს TalkSports-თან ინტერვიუში თქვა, რომ დიდი სიამოვნებით დაწერდა James Bond-ის მომდევნო ფილმისთვის მთავარ მუსიკალურ თემას. კითხვაზე, რას უპასუხებდა, თუ ამ წინადადებას ბონდის მრავალწლიანი პროდიუსერი ბარბარა ბროკოლი შესთავაზებდა, ნოელმა ხუმრობით აღნიშნა: „ვეტყოდი  – კარგი, ძვირფასო”.

„რა თქმა უნდა, დავთანხმდებოდი. ეს უდიდესი პატივი იქნებოდა! ვფიქრობ, ასეთი რამ ბრიტანელებმა უნდა გააკეთონ და არა ამერიკელებმა.“ – განაგრძო მან.

მანჩესტერში დაბადებულმა მუსიკოსმა ასევე დაამატა, რომ მომდევნო ფილმში ბოროტმოქმედის როლსაც სიამოვნებით ითამაშებდა, კერძოდ – „მანჩესტერელი ბოროტმოქმედის“.

მუსიკოსის კომენტარები იმ ფონზე კეთდება, როცა სულ უფრო მატულობს მსჯელობა იმაზე, თუ ვინ განასახიერებს ჯეიმს ბონდს 26-ე ფილმში, რომლის დეტალებიც დიდი ხანია, გასაიდუმლოებულია. სავარაუდო შემსრულებლებს შორის დასახელდნენ კალუმ ტერნერი, აარონ ტეილორ-ჯონსონი, რეჯე-ჟან პეიჯი, ჰენრი გოლდინგი და დამსონ იდრისი.  ეს როლი ბოლო ხუთ ფილმში დენიელ კრეიგს ჰქონდა შესრულებული, თუმცა გამოცემა Deadline-მა გასული წლის სექტემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჟისორი დენის ვილნევი როლისთვის უცნობ ბრიტანელ მსახიობს ეძებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნოელმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია ამერიკელების ჩართულობაზე, ტრადიციულად, ფილმში არაერთი წარმატებული თემა სწორედ აშშ-ში დაბადებულმა არტისტებმა შექმნეს და შეასრულეს: ყველაზე ბოლოს, ბილი აილიშმა და ფინეასმა ოსკარი მიიღეს სიმღერისთვის No Time to Die, ხოლო კარლი საიმონი, Madonna, რიტა კულიჯი, ნენსი სინატრა, ჯეკ უაითი და ალიშა კისი თავიანთი სიმღერებით Billboard Hot 100-ის ჰიტებშიც მოხვდნენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

2026 წელს Tomorrowland-ის დებიუტი აზიაში შედგება

შემდეგი სტატია

RIP MTV? ჯერ ადრეა: ინტერნეტში გავრცელებული სამგლოვიარო რეაქციები იმაზე, რაც დეკადების წინ დასრულდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი