2026 წლის Mad Cool ფესტივალის შესარჩევ კონკურსში სამი ქართული ბენდი მოხვდა

Tape Visitors, The Cave და LucidLust 1600-ზე მეტი აპლიკანტიდან შერჩეულ 80 კონკურსანტს შორის არიან. ფესტივალზე მონაწილეობისთვის მათ მსმენელის მხარდაჭერა სჭირდებათ.
Mad Cool Festival 2026

Mad Cool მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2016 წლიდან მადრიდში ტარდება. ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ძირითადად პოპს, როკსა და ინდიმუსიკას აერთიანებს, ასევე წარმოდგენილია ელექტრონული მუსიკაც.

2026 წელს ფესტივალი 9-11 ივლისს გაიმართება. პროგრამაში ვხვდებით ისეთ ჰედლაინერებს, როგორიც არიან: Foo Fighters, Moby, The War on Drugs, Wolf Alice, Florence + The Machine, Jennie, Lorde, Twenty One Pilots, Kings of Leon, Pixies, Halsey, ნიკ ქეივი ბენდთან ერთად, Pulp, The Black Crowes, დევიდ ბირნი და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

Mad Cool ფესტივალის პროგრამის ნაწილია Mad Cool Talent, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, აპლიკაციის მეშვეობით კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ. წელს 1600-ზე მეტი მონაწილიდან შერჩეულ 80 კონკურსანტს შორის არის სამი ქართული ბენდი: Tape Visitors, The Cave და LucidLust. ფინალისტების გამოვლენის ერთ-ერთი კრიტერიუმი ღია ხმის მიცემის სისტემაა.

ქართველ ბენდებს რომ დაუჭიროთ მხარი, უნდა ეწვიოთ Mad Cool Talent-ის ბმულს, გაიაროთ რეგისტრაცია ელექტრონული ფოსტით და შემდეგ ონლაინ მისცეთ ხმა.

იხილეთ ბმული:

https://madcooltalent.com/promotions/participate/1004340/335371

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ჩიტი ჩიორა” – ახალი მუსიკალური ვიდეო

შემდეგი სტატია

A$AP Rocky's "Helicopter" art COURTESY OF RCA RECORDS

A$AP Rocky-მ ალბომ Don’t Be Dumb-ის გამოსვლამდე სინგლი Helicopter$ გამოუშვა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი