BTS მასშტაბურ გლობალურ ტურნეს აანონსებს

BTS ბრუნდება!
Jimin, J-Hope, Jin, Jung Kook, RM, Suga და V ( BTS) გრემის 64-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2022 წლის აპრილი, ლას-ვეგასი. კევინ მაზური/Getty Images The Recording Academy
Jimin, J-Hope, Jin, Jung Kook, RM, Suga და V ( BTS) გრემის 64-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2022 წლის აპრილი, ლას-ვეგასი.
კევინ მაზური/Getty Images The Recording Academy

K-pop-ის სუპერ ჯგუფმა  BTS-მა 13 იანვარს 2026-2027 წლებში მასშტაბური მსოფლიო ტურნეს დაწყება ოფიციალურად დააანონსა. გლობალური ტურნე 9 აპრილს სამხრეთ კორეის ქალაქ გოიანგში აიღებს სტარტს, რის შემდეგაც ტოკიოში გადაინაცვლებს, აპრილის ბოლოს კი შეერთებულ შტატებში გაგრძელდება.

აშშ-ის ტურნეს პირველი კონცერტები 25 და 26 აპრილს ფლორიდის შტატის ქალაქ ტამპაში გაიმართება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ტურნე სექტემბერში ლოს-ანჯელესში ოთხი შოუთი დასრულდება.

პრესრელიზის მიხედვით, ტურნე მსოფლიოს 34 რეგიონს და 79 კონცერტს მოიცავს. სამხრეთ კორეის, იაპონიისა და ჩრდილოეთ ამერიკის გარდა, ჯგუფის წევრები: Jimin, J-Hope, Jin, Jung Kook, RM, Suga და V კონცერტებს მექსიკაში, ესპანეთში, ბრიტანეთში,  კოლუმბიაში, ბრაზილიაში, მალაიზიასა და სხვა ქვეყნებშიც გამართავენ. 2027 წლის კონცერტები ამ ეტაპზე ავსტრალიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებშია დაგეგმილი.

ტურნეს შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც BTS-მა 4 იანვარს განაცხადა, რომ მათი ჯერჯერობით უსათაურო მეხუთე ალბომი 20 მარტს გამოვა. ალბომში 14 ტრეკია გაერთიანებული. პრესრელიზში აღნიშნულია: „ახალი ალბომი თითოეული წევრის გულწრფელი თვითანალიზის მამოძრავებელი ძალაა, რადგან ისინი ერთობლივად ქმნიდნენ ჯგუფის მუსიკალურ მიმართულებას საკუთარი ინდივიდუალური პერსპექტივებით“.

მომავალი ალბომისა და ტურნეს შესახებ სიახლეების გავრცელებამდე, Jung Kook-მა BTS-ის დაბრუნების თარიღი გაახმაურა, მას შემდეგ, რაც ჯგუფმა პაუზა აიღო, რათა წევრებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესრულება და სოლო პროექტებზე ფოკუსირება შესძლებოდათ. „ვფიქრობ, ეს გაზაფხული ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ ყველას გულწრფელად გისურვებთ მშვიდ და სასიამოვნო გაზაფხულს.“, – განუცხადა მან Elle Korea-ს დეკემბერში.

იხილეთ ტურნეს თარიღების სრული სია ქვემოთ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mebo Renard - Ramdens • რამდენს (Official Music Video) © ლევან ბაბუციძე

Mebo Renard -ის ახალი მუსიკალური რელიზი – „რამდენს“

შემდეგი სტატია

MokuMoku-ს Spotify-ზე 100 000 ყოველთვიური მსმენელი ჰყავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი