MokuMoku-ს Spotify-ზე 100 000 ყოველთვიური მსმენელი ჰყავს

მსმენელების ეს რაოდენობა ქართულ ბენდებსა და სოლო არტისტებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.
MokuMoku
Stockton Records

სტრიმინგ სერვის Spotify-ზე ქართული ბენდის, MokuMoku-ს ყოველთვიური მსმენელების რიცხვმა 100 000-ს მიაღწია. ეს რაოდენობა ქართულ ბენდებსა და სოლო არტისტებს შორის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

MokuMoku ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდია, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. ჟანრობრივი მიმართულება აერთიანებს ჰიპ-ჰოპის, როკისა და ფანკის ელემენტებს. ბენდი ენერგიული ცოცხალი შესრულებებით გამოირჩევა. ჯგუფს დღემდე გამოშვებული აქვს ხუთი ალბომი: Blues Build The Temple (2015), Black Heaven (2017), Chicago Marinade (2019), SoulFood Society (2020) და Off The Record (2023).

ბენდის შემადგენლობაში არიან: ტატო რუსია (ვოკალი), ჯონდო ჯაფარიძე (ვოკალი, ფირსაკრავი), ცოტნე გოგიტიძე (გიტარა), სანდრო მაისურაძე (ბასი), ალექსანდრე ხოხიაშვილი (დრამი), ლუკა თოფურია (კლავიში), თორნიკე აბულაძე (საქსოფონი), ნასი ჭავჭავაძე (პერკუსია).

რაც შეეხება Spotify-ს ყოველთვიურ მსმენელებს, ეს მაჩვენებელი ასახავს, რამდენმა უნიკალურმა მომხმარებელმა მოუსმინა არტისტის ტრეკებს ბოლო 28-30 დღეში. მონაცემები ყოველდღიურად ახლდება და იცვლება იმის მიხედვით, რამდენ ახალ მსმენელს მოიზიდავს არტისტი თვის განმავლობაში ან რამდენი მომხმარებელი შეწყვეტს მოსმენას.

ეს მეტრიკა აჩვენებს არა მხოლოდ სტრიმების რაოდენობას, არამედ მუსიკის წამყვან პლატფორმაზე არტისტის რეალურ აუდიტორიას, აქტუალობას და ზრდის დინამიკას. ყოველთვიური მსმენელების მაღალი რაოდენობა ნიშნავს, რომ მუსიკა სხვადასხვა სარეკომენდაციო და კურატორულ სიებში, ასევე ოფიციალურ და მომხმარებლების მიერ შექმნილ ე.წ. ფლეილისტებშია დამატებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Jimin, J-Hope, Jin, Jung Kook, RM, Suga და V ( BTS) გრემის 64-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2022 წლის აპრილი, ლას-ვეგასი. კევინ მაზური/Getty Images The Recording Academy

BTS მასშტაბურ გლობალურ ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

„სპოტიფაი” იმ არტისტებისა და კომპოზიტორების სიას აქვეყნებს, რომელთაც 2026 წელს თვალი უნდა მიადევნოთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი