გიორგი გიგაშვილის პირველი ვიდეოკლიპი

პიანისტმა ახალი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით With All My Breath And All My Blood.

გიორგი გიგაშვილი მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებს, რომლის რეჟისორიც თავადვეა. „ჩემი რეჟისორობით გადაღებული პირველი ვიდეოკლიპი,” – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში. 

ვიდეოში გიგაშვილი სერგეი პროკოფიევის მე-7 სონატის მესამე ნაწილს ასრულებს. სიუჟეტი საკონცერტო დარბაზში იწყება, სადაც პიანისტი მსმენელის წინაშე გამოსასვლელად ემზადება. ნაწარმოების პირველსავე ნოტზე კი მოულოდნელად ის დარბაზიდან გარბის.

ვიდეო ერთგვარი წარდგენაა პიანისტის ახალი ალბომისა, რომელიც დღეს, 16 იანვარს გამოვიდა. ჩანაწერში, სახელწოდებით With All My Breath And All My Blood, შედის სერგეი პროკოფიევის ნაწარმოებები: სონატები ფორტეპიანოსთვის (მათ შორის მე-7 სონატა, რომელსაც გიგაშვილი ვიდეოკლიპში ასრულებს) და „რაინდების ცეკვა” ბალეტიდან „რომეო და ჯულიეტა”, რომელსაც პიანისტთან ერთად მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ასრულებს. ალბომში ასევე მოისმენთ ამავე დუეტის მიერ შესრულებულ იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებს, რომელიც გია ყანჩელს ეძღვნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

50 Cent ხსნის, თუ რატომ თქვა უარი 1.3 მილიონი დოლარის შეთანხმებაზე მაშინ, როცა ფინანსურად უჭირდა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky ახალ ალბომში სავარაუდოდ დრეიკს ახსენებს და ამბობს, რომ მას რიანა „წაართვა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი