გავრცელებული ინფორმაციით, Bad Bunny 2026 წლის Super Bowl-ზე შესაძლოა, კაბით გამოვიდეს

2026 წლის Super Bowl 8 თებერვალს, სანტა კლარაში მდებარე Levi’s Stadium-ზე გაიმართება.
Bad Bunny
ERIC ROJAS

Bad Bunny 2026 წლის Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი ჰედლაინერის სტატუსისთვის ემზადება. Super Bowl LX 8 თებერვალს, სანტა კლარაში მდებარე Levi’s Stadium-ზე გაიმართება. შოუმდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ინტერნეტში გავრცელდა ხმები, რომ 31 წლის არტისტი, შესაძლოა, პერფორმანსის დროს კაბით გამოვიდეს.

გაბედული სტილით ცნობილი Bad Bunny არაერთხელ გამოჩენილა კაბისმაგვარ სამოსში – მათ შორის 2022 წელს, Jacquemus-ის კამპანიისთვის, ვარდისფერ კაბაში. „ჩემი სტილი აისახება ჩემს მუსიკაზე და ყველაფერზე, რაც მის გარშემო არსებობს,“ – თქვა პუერტო-რიკოელმა მუსიკოსმა Billboard-თან ინტერვიუში 2019 წელს. „ჩაცმა ხელოვნების ერთ-ერთი ფორმაა. ყველა ვიმოსებით და ამ გზით ვავლენთ ჩვენს კრეატიულობას, გამოვხატავთ საკუთარ თავს, გრძნობებს, აზროვნებას. ამ სივრცეში ყველა თავისუფალი უნდა იყოს და ფანტაზიას საშუალება მისცეს.“

2026 წლის Super Bowl-ის წინ გავრცელებული ხმების ფონზე, TMZ-სთან საუბარში წყაროებმა განაცხადეს, რომ Bad Bunny შოუს დროს კაბას არ ჩაიცვამს. Billboard-მა დამატებითი კომენტარისთვის არტისტის წარმომადგენლებსაც მიმართა.

მიუხედავად ამისა, კაბაში გამოჩენის იდეას შეეძლო კიდევ უფრო მეტი პოლემიკა გამოეწვია. ლათინო ვარსკვლავის Super Bowl-ის ჰედლაინერად არჩევას ისედაც დიდი განხილვა მოჰყვა. ამ კრიტიკას Bad Bunny 2025 წლის ოქტომბერში, Saturday Night Live-ის 51-ე სეზონის პრემიერის მონოლოგშიც შეეხო. „შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მე Super Bowl-ის შოუზე გამოვალ და ძალიან ბედნიერი ვარ,“ – უთხრა მან მაყურებელს. „ვფიქრობ, ყველა ბედნიერია – Fox News-იც კი.“

შემდეგ ეთერში გავიდა სატირული ვიდეო, სადაც Fox News-ის კლიპები ისე იყო დამონტაჟებული, თითქოს წამყვანები არტისტს აქებდნენ და აცხადებდნენ: „Bad Bunny ჩემი საყვარელი მუსიკოსია და ის შემდეგი პრეზიდენტი უნდა იყოს.“

„ძალიან მიხარია Super Bowl-ში მონაწილეობა. ვიცი, რომ ჩემი მუსიკის მოყვარული ადამიანები მთელ მსოფლიოში ამას სიხარულით შეხვდნენ,“ – განაგრძო მან, შემდეგ კი ესპანურად პირდაპირ საკუთარ ხალხს მიმართა: „ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის – ეს ჩვენი ყველას გამარჯვებაა. ჩვენს კვალსა და წვლილს ამ ქვეყანაში ვერავინ წაგვართმევს და ვერ წაშლის.“

მონოლოგი Bad Bunny-მ ინგლისურად, ხუმრობით დაასრულა: „და თუ ვერ გაიგეთ, რაც ახლა ვთქვი – ოთხი თვე გაქვთ, რომ ისწავლოთ!“

Super Bowl 2026-ის მუსიკალურ პროგრამაზე კომენტარი დონალდ ტრამპმაც გააკეთა. გახსნის ცერემონიაზე Green Day-ს გამოსვლაც არის დაგეგმილი. „მე მათი წინააღმდეგი ვარ. ვფიქრობ, ეს საშინელი არჩევანია. ეს მხოლოდ სიძულვილს თესავს. საშინელებაა,“ – განაცხადა ტრამპმა New York Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

A$AP Rocky-ს Don’t Be Dumb Billboard 200-ის ლიდერია

შემდეგი სტატია

TikTok-ის ქართველი კრეატორები, რომლებიც მუსიკალურ კონტენტს გვთავაზობენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი