Goldenvoice სან-ფრანცისკოს სანაპიროზე კიდევ ერთ ახალ საცეკვაო მუსიკალურ კონცეფციას იწყებს. კომპანიამ მომავალი “seasonal club experience / სეზონური საკლუბო გამოცდილება Club Darc-ის სახელწოდებით დააანონსა.
ღონისძიება შერჩეულ უქმე დღეებში, 27 თებერვლიდან 16 მაისის ჩათვლით, 48-ე სანაპირო სივრცეში გაიმართება, რომელიც Oracle Park-ის მახლობლად მდებარეობს. ეს შოუები პირველი ელექტრონული მუსიკალური ღონისძიებებია, რომლებიც 48-ზე სანაპიროზე გაიმართება.
Club Darc-ის პირველი ოთხი ლაინაფი ჰაუსისა და ტექნო არტისტების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს, მათ შორის არიან: Chris Stussy, Peggy Gou, Michael Bibi, Mau P, The Martinez Brothers, Armand Van Helden, DJ Tennis (რომელიც b2b სეტს DJ Seinfeld-თან ერთად შეასრულებს), Neil Frances (დიჯეი სეტით), Ben Stirling, Silva Bumpa და Miguelle & Tons. თითოეული საღამოს პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ოთხი არტისტი.
Club Darc-ის შოუებზე ბილეთების გაყიდვა 28 იანვარს დაიწყება.
Goldenvoice, რომელიც ასევე Coachella-ს ორგანიზატორია, 2022 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სან-ფრანცისკოს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ 80-ე სანაპიროზე (Pier 80) ფესტივალი Portola დააფუძნა. ახალი წლის ღამეს Goldenvoice-მა Pier 80-ის სივრცეში ასევე გამართა დამოუკიდებელი შოუები Skrillex-ის და Four Tet-ის, John Summit-ისა და Swedish House Mafia-ს მონაწილეობით.
„ძალიან გვიხარია, რომ Bay Area-ში კიდევ ერთ ახალ საცეკვაო მუსიკალურ გამოცდილებას ვქმნით Club Darc-ის სახით, 48-ე სანაპიროს ე.წ. Shed A შესანიშნავი სივრცეა ამ მიმართულებების ჩამოყალიბებისთვის, ამ ადგილს ჩვენ იდეალურ საკლუბო გარემოდ ვაქცევთ. SF Giants-ის პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მიზანია, სან-ფრანცისკო კიდევ უფრო გავაძლიეროთ, როგორც ელექტრონული მუსიკის გლობალური ჰაბი. პირველი სეზონისთვის შესანიშნავი ლაინაფი გვაქვს და ეს ნამდვილად დიდი ზეიმი იქნება.“ – თქვა დენი ბელმა Bell, Club Darc-ის დამფუძნებელმა.
„უზომოდ ვამაყობთ, რომ Pier 48-ის Shed A სან-ფრანცისკოს სანაპიროზე ნამდვილ მუსიკალურ დანიშნულებად ყალიბდება, Club Darc ისტორიული Pier 48-ის გააქტიურების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, ეს იქნება ახალი, ენერგიული და მრავალფეროვანი პროგრამებით დატვირთული სივრცე.” – დასძინა სარა გრაუფმა, San Francisco Giants-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.