მოუსმინეთ: Psy ახალ ალბომს Psy 9th ავრცელებს

ფოტო: Christopher Polk/GI

ხუთწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, სამხრეთკორეელი მუსიკოსი Psy მსმენელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომით Psy 9th დაუბრუნდა. ჩანაწერის პარალელურად შემსრულებელმა BTS-ის შუგასთან ერთად შექმნილ სინგლზე That That გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა.

“შუგა ჩემი მეგობარია. ასაკობრივი სხვაობა არც კი მიგრძვნია. თუ ისიც მეგობრად მთვლის, ძალიან გამიხარდება”, – ამბობდა 44 წლის ფსაი ტრეკის გამოქვეყნებამდე.
“თავდაპირველად საკმაოდ ვნერვიულობდი, რადგანაც ის ჩემზე ბევრად უფროსი და დაფასებული ადამიანია. მოგვიანებით კი ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბავშვობის მეგობართან ერთად ვმუშაობდი, რამაც პროცესი უფრო ხალისიანი გახადა. ჩვენ დავმეგობრდით”, – აღნიშნა შუგამ.

That That-ის გარდა, სტუდიურ ალბომში შევიდა ჯერმეინ ჯექსონისა და პია ზადორას 1984 წლის სინგლის When the Rain Begins to Fall ქავერ ვერსია, რომელსაც მუსიკოსი ჯგუფ MAMAMOO-ს წევრთან, ჰვა სასთან ერთად ასრულებს. ნამუშევარში ასევე ვხვდებით კეიპოპ მომღერალ Crush-თან ერთად ჩაწერილ სიმღერას Happier.

Psy 9th არტისტმა თავის ლეიბლზე P Nation გამოსცა. მისი წინა ნამუშევარი 4X2=8 ცნობილმა სტუდიამ YG Entertainment გაავრცელა, რომელიც ფსაიმ 2019 წელს დატოვა. 

პაკ ჩესანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მან მსოფლიო პოპულარობას ჰიტით Gangnam Style მიაღწია, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე პოზიცია დაიკავა. ამასთან, მასზე გადაღებული კლიპი პირველი ვიდეო გახდა იუთუბზე, რომლის ნახვებმაც მილიარდს გადააჭარბა. წარმატება ხვდა წილად მუსიკოსის კიდევ ერთ სინგლს Gentleman, რომელიც Billboard Hot 100-ში მეხუთე ადგილზე გავიდა. შემსრულებელს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: სემ სმიტი ახალ კომპოზიციას Love Me More ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: Psy და შუგა კლიპს That That ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი