ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

რეპერის თქმით, საზოგადოების პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში საკუთარი გამოცდილება ამოიცნო.
ნიკი მინაჟი 2025 წლის Met Gala-ზე. 2025 წლის 5 მაისი.
MIKE COPPOLA/MG25/GETTY IMAGES

ნიკი მინაჟის უახლეს ინტერვიუს მაყურებელი პოდკასტში იხილავს. დაანონსებულ ინტერვიუში ნიკი საუბრობს იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტა, ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ჩართულიყო კონსერვატიულ პოლიტიკაში. მან განმარტა, რომ ამის მიზეზი არა პრეზიდენტის პოლიტიკა, არამედ ის იყო, თუ როგორ ეპყრობოდა ტრამპს საზოგადოება და სწორედ ამან შთააგონა მისი საჯაროდ მხარდაჭერა.

პოდკასტის წინასწარ გავრცელებულ ფრაგმენტებში, რომლებიც რეპერმა 2 თებერვალს X-ზე გააზიარა, მინაჟი პოდკასტის წამყვანის, ქეთი მილერის კითხვებს პასუხობს. სრული ჩანაწერი სამშაბათს გამოქვეყნდება. ინტერვიუში არტისტი საუბრობს, თუ რატომ გრძნობს, რომ პოლიტიკა ახლა მისი მოწოდებაა. როდესაც ნიკის ჰკითხეს, ტრამპის რომელმა პოზიციამ მოახდინა მასზე განსაკუთრებული გავლენა – იმიგრაციის პოლიტიკამ თუ „რელიგიურმა თავისუფლებამ“,  მინაჟმა უპასუხა: „რელიგიური თავისუფლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ გულწრფელი ვიქნები, როცა ვხედავდი, საზოგადოება მას როგორ ექცეოდა, უბრალოდ ვეღარ ვუძლებდი. ბულინგი, შავი პიარი და მუდმივი ტყუილები – ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მეც გამომივლია. როცა ვუყურებდი, როგორ ხდებოდა იგივე სხვა ადამიანთან მიმართებით, ვფიქრობდი, რომ ის ამას არ იმსახურებდა,” – განმარტა ნიკი მინაჟმა. 

X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში მინაჟი ყვება, როდის დაიწყო ტრამპის პოლიტიკაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. მისი თქმით, ბოლო საპრეზიდენტო კამპანიის დროს რაღაც გარემოება შეამჩნია, რამაც პოლიტიკაში ჩართვისაკენ უბიძგა, თუმცა არ გაამხილა, კონკრეტულად რომელ ფაქტს გულისხმობდა. 

„შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, კიდევ რაღაც მოხდა,“ – განაგრძო მან და დეტალებზე კითხვისას განაცხადა: „ამაზე საუბარი არ მინდა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ზოგჯერ ადამიანები გიბიძგებენ, რომ პირდაპირ შენი მოწოდებისკენ წახვიდე. ზუსტად ეს დამემართა.“

რეპერმა ინტერვიუს ფრაგმენტის ვიდეოს თან დაურთო წარწერა: „თქვენ შეგიყვარდებათ ეს ინტერვიუ, Barbz. ეს არის პატარა ანონსი.“

ეს ინტერვიუ მას შემდეგ დაანონსდა, რაც მინაჟი პრეზიდენტთან ერთად Trump Accounts Summit-ზე გამოჩნდა. სამიტზე მუსიკოსმა განაცხადა: „ალბათ, მე ვარ პრეზიდენტის ნომერ პირველი ფანი.“

მალევე მინაჟმა X-ზე გაამხილა, რომ ტრამპმა მას Trump Gold Card გადასცა, რომლის მიღება 1 000 000 დოლარის შემოწირულობას და დამატებით 15 000 დოლარის ადმინისტრაციულ გადასახადს მოითხოვს. Gold Card-ის აღწერის მიხედვით, ის წარმოადგენს „ვიზას, რომელიც ეფუძნება ინდივიდის შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს შეერთებულ შტატებს“. შესაბამისად, Gold Card-მა შესაძლოა ტრინიდადში დაბადებული ნიკი მინაჟისთვის აშშ-ის მოქალაქეობის მიღება დააჩქაროს.

როგორც მინაჟი, ისე ტრამპი უკმაყოფილო დარჩნენ გრემის დაჯილდოების ცერემონიით, რომელიც 1-ელ თებერვალს გაიმართა და რომლის დროსაც წამყვანმა ტრევორ ნოამ სარკასტულად მოიხსენია რეპერისა და პრეზიდენტის ახალი ალიანსი. კომიკოსმა ტრამპის იმიტაციით წარმოიდგინა მათი დიალოგის თავისებური ინტერპრეტაცია: „სინამდვილეში, ნიკი, მე მაქვს ყველაზე დიდი საჯდომი! ყველა ამას ამბობს, ნიკი. ვიცი, ამბობენ, თითქოს შენია, მაგრამ მე მაქვს!“

ამის შემდეგ ნიკი მინაჟმა X-ზე პოსტების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც ბრაზი გამოხატა,  ხოლო ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა: „გრემის დაჯილდოება არის ყველაზე ცუდი, ფაქტობრივად შეუძლებელია მისი ყურება! CBS-ს გაუმართლა, რომ ამ ნაგავს მათ ეთერში აღარ გაუშვებენ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tame Impala-ს End of Summer-მა საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ჩანაწერისათვის გრემი მიიღო

შემდეგი სტატია

ალექს უორენი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/ /GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ალექს უორენი გრემის დაჯილდოებაზე გამოსვლისას წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზებს ეხმიანება „ეს მხოლოდ მე თუ შემემთხვეოდა“

შეიძლება დაგაინტერესოთ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი

ფესტივალ „SITFY საქართველოს” გახსნაზე რუსთაველის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელს საპატიო ჯილდო გადაეცა

ფესტივალი საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და მას წელს შვიდი ქვეყნის დელეგაცია ეწვია. საქართველოსთან ერთად ფესტივალზე წარმოდგენილია: რუმინეთი, ომანი, საბერძნეთი, ეგვიპტე, თურქეთი და ესპანეთი.
მეტი

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი