Rosalía BRIT Awards-ის ცერემონიაზე მუსიკალურ ნომერს შეასრულებს

ცერემონიაზე ასევე გამოვლენ ჰარი სტაილსი, ოლივია დინი, მარკ რონსონი და Wolf Alice.
როსალია
ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

Rosalía პირველად წარდგება BRIT Awards-ის სცენაზე. დადასტურდა, რომ 28 თებერვალს დაგეგმილ ცერემონიაზე არტისტი მუსიკალური ნომრით გამოვა, რაც მისი დებიუტი იქნება BRIT Awards-ზე.

შოუ მანჩესტერში, Co-op Live-ის არენაზე გაიმართება და ეს თითქმის 50-წლიანი ისტორიის განმავლობაში იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც BRIT Awards ლონდონის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.

Rosalía პირველად არის ნომინირებული წლის საერთაშორისო არტისტის კატეგორიაში, სადაც კონკურენციას უწევს Bad Bunny-ს, CMAT-ს, Doechii-ს, Lady Gaga-ს, საბრინა კარპენტერს, sombr-ს, ტეილორ სვიფტს, ჩაპელ როუნსა  და Tyler, The Creator-ს. მისი 2025 წლის ალბომი Lux გამოსვლისთანავე Billboard 200-ის ჩარტში მე-4 ადგილზე მოხვდა და მე-4 პოზიცია დაიკავა Official U.K. Albums Chart-ში, რითაც Rosalía გახდა ისტორიაში ყველაზე მაღალი ჩარტინგის მქონე ესპანელი ქალი არტისტი.

Lux-ში პოპვარსკვლავი 13 სხვადასხვა ენაზე მღერის. ალბომი კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასდა და  მას Billboard-ის ყდის პუბლიკაციაც მიეძღვნა. Rosalía ამჟამად კარიერის ყველაზე მასშტაბური ტურნესთვის – Lux Tour-ისთვის ემზადება, რომელიც მოიცავს კონცერტებს ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. მსოფლიო ტური 2026 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება და 17 ქვეყანის მასშტაბით 42 შოუს გააერთიანებს. 

Rosalía უერთდება BRIT Awards 2026-ის შემსრულებელთა სიას, რომელშიც უკვე არიან ჰარი სტაილსი, ოლივია დინი, მარკ რონსონი და Wolf Alice. დამატებითი არტისტები მოგვიანებით გამოცხადდება.

4 თებერვალს გამოცხადდა, რომ წლის სიმღერების ავტორის ჯილდო ნოელ გალაგერს გადაეცემა, ხოლო მარკ რონსონი Outstanding Contribution to Music-ის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.

BRIT Awards-ის ნომინაციები 21 იანვარს გახდა ცნობილი. დასახელებების რაოდენობით ლიდერობენ ოლივია დინი და ლოლა იანგი – თითოეულ არტისტს ხუთი ნომინაცია აქვს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent ფლოიდ მეივეზერს 340 მილიონი დოლარის სარჩელის გამო დასცინის: „ახლა ნუ ტირი, ჩემპიონო”

შემდეგი სტატია

J. Cole-მა ახალი ალბომი გამოსცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯასტინ ტიმბერლეიკი Coachella-ზე ჯასტინ ბიბერის მიერ შესრულებულ Cry Me a River-ს ემოციური პოსტით გამოეხმაურა

„ვამაყობ შენით და შენც უნდა ამაყობდე საკუთარი თავით,” – წერს ტიმბერლეიკი პოსტის აღწერაში.
მეტი

გამორჩეული არტისტები მსოფლიო მასშტაბით: Billboard China-მ სპეციალური გლობალური გამოცემა – SPOTLIGHT წარადგინა

გამოცემა მოიცავს სამ მიმართულებას – ციფრულ მედიას, არტისტის წიგნს და ჟურნალს.
მეტი