Rosé-სა და ბრუნო მარსის ჰიტი – APT 2025 წლის ყველაზე გაყიდვად გლობალურ სინგლად დასახელდა

19 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში APT-ის ანგარიშზე 2.06 მილიარდი ერთეულია, რაც მოიცავს ფასიან სტრიმინგს, სარეკლამო პლატფორმებსა და ციფრულ გაყიდვებს.
Rosé და ბრუნო მარსი John V. Esparza
Rosé და ბრუნო მარსი
John V. Esparza

Rosé-სა და ბრუნო მარსის სინგლი, სახელწოდებით –  APT ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციამ (IFPI) 2025 წლის ყველაზე გაყიდვად გლობალურ სინგლად დაასახელა. დღევანდელი განცხადების თანახმად, ამ კოლაბორაციამ რამდენიმე მიმართულებით დაამყარა რეკორდი: ის გახდა პირველი No.1 სინგლი არაინგლისურენოვანი ტექსტით და პირველი გამარჯვებული გლობალურ ჩარტში, რომლის შემსრულებლებიც არ არიან ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დაფუძნებული არტისტები.

IFPI ამ შედეგს წარმატებულ გლობალურ კამპანიას უკავშირებს, რომელმაც რადიო და სტრიმინგ სერვისები სხვადასხვა რეგიონის მასშტაბით მოიცვა. ეს დაეხმარა ტრეკს, დიდხანს შეენარჩუნებინა პოპულარობა და 45 კვირის განმავლობაში დარჩენილიყო Hot 100-ის ჩარტში, სადაც მე-3 ადგილს მიაღწია.

APT  ბრუნო მარსისთვის პირველი No.1 ტრეკია IFPI-ის გლობალური სინგლების ჩარტში 2011 წლის Just The Way You Are-ის შემდეგ.

19 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში APT-ის ანგარიშზე 2.06 მილიარდი ერთეულია, რაც მოიცავს ფასიან სტრიმინგს, სარეკლამო პლატფორმებსა და ციფრულ გაყიდვებს.

 „Rosé-სა და ბრუნო მარსის მიერ IFPI-ის გლობალური ჩარტის სათავეში APT-ით მოხვედრა გარდამტეხი მომენტია,“ – განაცხადა IFPI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორია ოკლიმ. „წლევანდელი შედეგები ხაზს უსვამს თანამედროვე მუსიკალური ბაზრის მასშტაბებს, სადაც სიმღერები ენებსა და საზღვრებს აერთიანებს“.

რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა HUNTR/X-ის Golden-მა. 2025 წლის საუკეთესო ათეულმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა კოლაბორაციების დომინირება: ბრუნო მარსისა და ლედი გაგას Die With A Smil-მა მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო კენდრიკ ლამარისა და SZA-ს luther-მა – მე-8 ადგილი. 

ასევე შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ალექს უორენმა: მისი სიმღერა Ordinary მე-3 ადგილზეა. სხვა ახალბედებს შორის არიან გრეისი აბრამსი სიმღერით  That’s So True  (მე-9 ადგილი), sombr – back to friends (მე-16 ადგილი) და რეივენ ლენეი – Love Me Not (მე-20 ადგილი). ამასთანავე, IFPI-ის წლის გლობალური შემსრულებელი ტეილორ სვიფტი მე-19 ადგილზეა სიმღერით – The Fate of Ophelia. ამ შედეგით, სვიფტი გლობალური არტისტების ჩარტის სათავეში ზედიზედ მეოთხედ (და ჯამში მეექვსედ) მოექცა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Charli xcx ფილმ The Moment-ის პრემიერის შემდგომი წვეულების ორგანიზატორის რუსეთთან სავარაუდო კავშირებს ეხმიანება

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსმა მომავალი ალბომის სიმღერების სია გაამხილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Beatles - ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი, რინგო სტარი და პოლ მაკარტნი Apple Corps

The Beatles, Drake და ტეილორ სვიფტი Billboard 200-ის ათეულში ერთად პირველად მოხვდნენ

სუპერვარსკვლავ შემსრულებლებს კარიერის განმავლობაში პირველ ადგილზე გასული ალბომების რაოდენობით სამი საუკეთესო შედეგი აქვთ.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი