მარტის თვე წინანდლის მამულში

მთელი თვის განმავლობაში ტერიტორია უმასპინძლებს სხვადასხვა აქტივობას ყველა ასაკისა და ინტერესის სტუმრებისთვის.

წინანდლის მამული მარტში სტუმრებს განსაკუთრებულად მრავალფეროვან დასვენებას სთავაზობს. მთელი თვის განმავლობაში ტერიტორია უმასპინძლებს სხვადასხვა აქტივობას ყველა ასაკისა და ინტერესის მქონე ჯგუფებისთვის. პროგრამა მოიცავს მუსიკალურ, კულტურულ, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს.

მუსიკალურ ნაწილში მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი არტისტები წარდგებიან. 7 მარტს წინანდლის მამული ელენე კალანდაძისა და დათო მაჩაიძის კონცერტს უმასპიძლებს. 8, 19 და 26 მარტს კონცერტებს ამერიკელი მუსიკოსის, პიტერ მედსენის კვარტეტი გამართავს. 28 მარტს კი თვის მუსიკალურ პროგრამას Bonjourlan დაასრულებს. 

მუსიკალურ ღონისძიებებთან ერთად, მარტის თვეში წინანდლის მამულში სხვადასხვა სპორტული აქტივობაც იგეგმება. სტუმრებს შეეძლებათ, მონაწილეობა მიიღონ პადელის ჩემპიონატში, ასევე იოგასა და პილატესის მასტერკლასებში. პროგრამის ფარგლებში ასევე გაიმართება კულტურული ღონისძიებები: კინოჩვენება, ხალიჩის შექმნის მასტერკლასი, ფოტოსესია. ბავშვებისთვის კი ორი დღის განმავლობაში სპეციალური გასართობი პროგრამა მოეწყობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

INXS-ის წევრი ენდრიუ ფარისი „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“ ჯგუფის პირველ ნომინაციას ეხმაურება 

შემდეგი სტატია

დევიდ ბოუიმ ვარსკვლავურ პიკს 1983 წელს მიაღწია – რატომ არ მიიჩნევა ეს ეტაპი მის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ პერიოდად?

შეიძლება დაგაინტერესოთ

„Backstage – სცენის მიღმა ამბები” – ციცი იაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი

„ეს არის წიგნი იმ ადამიანებზე, იმ გადაწყვეტილებებსა და იმ უხილავ სამყაროზე, რომელიც ყოველი დიდი შოუს უკან დგას.”
მეტი

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი