Bad Bunny-ს DtMF კვლავ Billboard-ის გლობალური ჩარტების სათავეშია

20-26 თებერვლის ვადით დაანგარიშებული მონაცემებით, DtMF 57 მილიონი სტრიმინგით და 3 000 გაყიდული ასლით Global 200-ის ლიდერი გახდა.
Bad Bunny - Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია. Neilson Barnard/Getty Images
Bad Bunny – Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია.
Neilson Barnard/Getty Images

Bad Bunny-ს სიმღერა DtMF Billboard Global 200-ის რეიტინგში პირველ ადგილს ინარჩუნებს. ეს მისი მეხუთე კვირაა ჩარტის სათავეში მას შემდეგ, რაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში ლიდერის პოზიციას ორი კვირით იკავებდა. პარალელურად, სიმღერა ზედიზედ მესამე კვირაა, პირველ ადგილს არ თმობს Billboard Global Excl. U.S. ჩარტში. 

სუპერვარსკვლავი ჩარტების ლიდერად Super Bowl LX-ის ნახევარფინალური მუსიკალური შოუს შემდეგ გვევლინება. DtMF მისი გამოსვლის დამასრულებელი სიმღერა იყო.

Billboard Global 200 და Global Excl. U.S. აერთიანებს მსოფლიოს 200-ზე მეტი ტერიტორიიდან მიღებული სტრიმინგისა და გაყიდვების შედეგებს, რომელსაც კომპანია Luminate აგროვებს. Global 200 მოიცავს მსოფლიო მონაცემებს, ხოლო Global Excl. U.S. –  ყველა ტერიტორიიდან, ამერიკის შეერთებული შტატების გამოკლებით.

ჩარტში ადგილები განისაზღვრება წინასწარ შედგენილი ფორმულით, რომელიც მოიცავს ოფიციალურ სტრიმინგებს როგორც ფასიან, ისე რეკლამით დაფინანსებულ აუდიო და ვიდეო პლატფორმებზე, ასევე ციფრულ გაყიდვებს. ამ უკანასკნელში იგულისხმება 

ციფრული პლატფორმებიდან შეძენილი სიმღერები.

20-26 თებერვლის ვადით დაანგარიშებული მონაცემებით, DtMF Global 200-ის ლიდერი გახდა 57 მილიონი სტრიმინგით და 3,000 გაყიდული ასლით. გარდა ამისა, Bad Bunny-ს კიდევ ერთი ჰიტი – Baile Inolvidable – საუკეთესო ხუთეულში რჩება, თუმცა სიმღერამ მე-2 ადგილიდან მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. Bad Bunny-მ  ეს სიმღერაც Super Bowl-ზე შეასრულა. ორივე ტრეკი შესულია მის 2025 წლის ალბომში – Debí Tirar Más Fotos.

Global 200-ის საუკეთესო ხუთეულის სხვა წევრები არიან:

ოლივია დინის Man I Need, რომელიც მე-5 ადგილიდან მე-2 პოზიციას დაუბრუნდა;  ტეილორ სვიფტის The Fate of Ophelia, რომელიც მე-6-დან მე-3 ადგილზე დაწინაურდა; HUNTR/X-ის Golden კი მე-7-დან მე-4 ადგილზე გადავიდა. 

Luminate არის Billboard-ის დამოუკიდებელ მონაცემთა პროვაიდერი. კომპანია  ყოველდღიურად ამოწმებს და საფუძვლიანად აანალიზებს ყველა მონაცემს, რომლის მიხედვითაც ჩარტის საბოლოო შედეგები გამოითვლება. საეჭვო ან დაუდასტურებელი მონაცემები გამოირიცხება, რის შემდეგაც ხდება საბოლოო შედეგების დათვლა და გამოქვეყნება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

შემდეგი სტატია

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი