დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები უფროს ვაჟს დაბადების დღეს ულოცავენ: „ძალიან გვიყვარხარ”

იანვარში ბრუკლინ ბეკჰემმა ოჯახური კონფლიქტის საკუთარი ვერსია გააზიარა.
დევიდ, ვიქტორია და ბრუკლინ ბეკჰემები
JEFF SPICER/GETTY IMAGES

მართალია, ბეკჰემების ოჯახში ხმაურიანი საჯარო კონფლიქტია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებისთვის, უფროსი ვაჟისთვის დაბადების დღე მიელოცათ.

ბრუკლინის 27-ე დაბადების დღეზე ორივე მშობელმა ინსტაგრამზე ორ-ორი ფოტო გამოაქვეყნა. ვიქტორიამ ოჯახური ფოტო გააზიარა, სადაც ის და დევიდი პატარა ბრუკლინთან ერთად საცურაო აუზში არიან. მეორე ფოტოში კი ახალგაზრდა ვიქტორიას ასევე პატარა ბრუკლინი უჭირავს ხელში. „გილოცავ დაბადების დღეს, ბრუკლინ. ძალიან გვიყვარხარ,” – წერს Spice Girls-ის ყოფილი წევრი.

რაც შეეხება ლეგენდარულ ფეხბურთელს, ვიქტორიას მსგავსად, მანაც აუზის ფოტო გააზიარა, წარწერით: „დღეს 27 წლის. დაბადების დღეს გილოცავ. გვიყვარხარ.” მეორე ფოტოზე კი დევიდი და ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ბრუკლინი არიან აღბეჭდილი. 

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ბრუკლინსა და მის მეუღლე ნიკოლა პელცს ვიქტორიასა და დევიდთან კონფლიქტი ჰქონდათ. იანვარში ბრუკლინმა ჭორები დაადასტურა და სოციალურ ქსელში ოჯახური კონფლიქტის საკუთარი მხარე გააზიარა. 

„რადგან ჩემი მშობლები და მათი გუნდი კვლავ განაგრძობენ პრესასთან კონტაქტს, სხვა გზა აღარ მრჩება, გარდა იმისა, რომ ვისაუბრო ჩემი სახელით და ნათელი მოვფინო მხოლოდ რამდენიმეს იმ ტყუილებს შორის, რომლებიც იბეჭდება. მე არ მსურს ოჯახთან შერიგება. მე არავინ მაკონტროლებს. ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობ ჩემი სახელით.”

ბრუკლინისა და ნიკოლას პრობლემები, როგორც ჩანს, 2022 წელს, მათი ქორწილიდან დაიწყო. და როცა წყვილმა 2025 წელს საქორწინო ფიცი განაახლა, წვეულებას ბრუკლინის არცერთი მშობელი არ დასწრებია. გასულ წელს ბრუკლინმა ასევე გამოტოვა დევიდის 50 წლის იუბილე, რომელსაც ბეკჰემების ყველა დანარჩენი შვილი ესწრებოდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

KANA-BOON MADO UEMURA

KANA-BOON NARUTO-ს საუნდტრეკის, SILHOUETTE-ის ხელახალ წარმატებაზე და ბენდის ახალ შემადგენლობაზე BILLBOARD იაპონიის ყოველთვიურ ინტერვიუში საუბრობს

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Torcho-მ რეპერ „შავ ბორშთან“ ერთად ჩაწერილი ტრეკი – „ბოლომდე“ გამოუშვა

Torcho მალე მსმენელის წინაშე ცოცხალი შესრულებითაც წარდგება – მისი პირველი კონცერტი 14 აგვისტოს კუს ტბაზე გაიმართება.
მეტი

Passage: A Spiritual Odyssey – საერთაშორისო სცენაზე წარმატებული პიანისტის, სალომე ჟორდანიას სადებიუტო ალბომს ფრანგული ლეიბლი გამოსცემს

Billboard Georgia-მ სალომე ჟორდანიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც პიანისტი თავის შემოქმედებით კარიერაზე და დაანონსებულ ალბომზე გვესაუბრება.
მეტი
ლორინ ჰილი და ჟან უაიკლეფი 68 -ე გრემის დაჯილდოებაზე, 2026 წლის 1 თებერვალი, კალიფორნია. CHRISTOPHER POLK/BILLBOARD

30 წლის შემდეგ შესაძლოა Fugees-ის ახალი ალბომი გამოვიდეს – რას ამბობენ ლორენ ჰილი და უაიკლეფ ჟანი

გაერთიანებული ჯგუფის წევრების თქმით, ისინი ახლა „შესანიშნავ ფორმაში“ არიან და არ გამორიცხავენ, რომ მათი საკულტო 1996 წლის ალბომის, The Score-ის გაგრძელება უახლოეს მომავალში ჩაწერონ.
მეტი

როგორ ჩამოაყალიბა სიკვდილთან მიახლოებულმა გამოცდილებამ და სოციალური პასუხისმგებლობით სავსე ბავშვობამ კენი გარსიას მუსიკა

პუერტო-რიკოელი ვარსკვლავი ახლა 82-თარიღიან ტურნეში იმყოფება, რითაც ამტკიცებს, რომ ლათინური წარმოშობის ქალ ავტორებსაც შეუძლიათ ჰყავდეთ მასიური აუდიტორია.
მეტი