ჯენიფერ ლოპესმა და დევიდ გეტამ ახალი ტრეკი –  Save Me Tonight გამოუშვეს

ტრეკი სტრიმინგ პლატფორმებზე 6 მარტს გამოჩნდა – ზუსტად იმ დღეს, როდესაც ლოპესმა ლას-ვეგასში თავისი მორიგი საკონცერტო ტური გახსნა.
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images
ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ლოპესმა და დევიდ გეტამ ერთობლივი ნამუშევარი – Save Me Tonight წარადგინეს, რომელსაც პოპვარსკვლავი მანამდეც ასრულებდა სცენაზე, თუმცა ოფიციალურად აქამდე არ გამოუქვეყნებია.

ტრეკი სტრიმინგ პლატფორმებზე 6 მარტს გამოჩნდა – ზუსტად იმ დღეს, როდესაც ლოპესმა ლას-ვეგასში თავისი მორიგი საკონცერტო ტური გახსნა. ეს ლოპესის პირველი რელიზია გასულ წელს გამოსული Kiss of the Spider Woman-ის საუნდტრეკის შემდეგ. ამას კი წინ უძღოდა 2024 წლის ალბომი – This Is Me … Now. 

მომღერალმა ბოლო ერთი კვირა Save Me Tonight-ის დაანონსებას  დაუთმო და ინსტაგრამზე ვიდეოებს აქვეყნებდა, სადაც თავის გუნდთან ერთად ამ სიმღერაზე ცეკვავს. პარალელურად, ის ემზადება შოუების სერიისათვის – JLo Show, რომელიც Caesar’s Palace-ის კოლიზეუმში 28 მარტამდე გაგრძელდება.

დევიდ გეტა 2026 წლის დასაწყისიდან საკმაოდ აქტიურია. ლოპესთან კოლაბორაციის გარდა, ბოლო თვეების განმავლობაში მან გამოუშვა ერთობლივი ნამუშევრები Hypaton-თან, ჯეიდენ ბოისენთან, ტედი სვიმსთან, Trippie Redd-თან და სხვა არტისტებთან. ნოემბერში მან იმუშავა RAYE-ს Billboard Hot 100-ის ჰიტის – Where Is My Husband!-ის  რემიქსზე. 

დატვირთული შემოქმედებითი გრაფიკის მიუხედავად, გეტამ ახლახან პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი სიახლეც გაამხილა. Save Me Tonight-ის გამოშვებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, მან გულშემატკივრებს აუწყა, რომ მეოთხე შვილი შეეძინა. არტისტმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ პატარა სკაილერი „ყველაზე ლამაზი საიდუმლოა“, რაც კი ოდესმე შეუნახავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარსელის მერი კანიე უესტის კონცერტს ეწინააღმდეგება

შემდეგი სტატია

მექსიკაში P!NK-ის კონცერტები ლოჯისტიკასთან დაკავშირებული „გაუთვალისწინებელი გარემოებების“ გამო გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kordz-მა და თამრიკო კორძაიამ ერთობლივი ალბომი Find Me გამოსცეს

კომპოზიციები გასული წლის დეკემბრიდან ეტაპობრივად გამოიცა, რაც გულისხმობდა ყოველთვიურად თითო კომპოზიციის, ნოტებისა და თანმხლები ვიზუალური მასალის გამოქვეყნებას.
მეტი