მექსიკაში P!NK-ის კონცერტები ლოჯისტიკასთან დაკავშირებული „გაუთვალისწინებელი გარემოებების“ გამო გაუქმდა

„ეს სიტუაცია არ ექვემდებარება არც არტისტის, არც პრომოუტერისა და არც საკონცერტო სივრცის კონტროლს,” – ნათქვამია განცხადებაში.
P!nk და უილოუ დემოკრატების ეროვნულ კონფერენციაზე
Justin Sullivan/Getty Images

6 მარტს საკონცერტო პრომოუტერმა Ocesa-მ გამოაცხადა, რომ მომღერალ P!nk-ის ორი კონცერტი, რომლებიც ამ გაზაფხულზე მეხიკოში, GNP Seguros-ის სტადიონზე უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ასევე გაუქმდა მომღერალ კაროლინა როსისა და რეპერ Lucho SSJ-ის შოუები, თუმცა Ocesa-მ ესპანურ Billboard-ს განუცხადა, რომ ამ

ორი არტისტის შოუების გაუქმება ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში პრომოუტერმა აღნიშნა, რომ  P!NK-ის  კონცერტები, რომლებიც 26 და 27 აპრილს იყო დაგეგმილი, გამოწვეულია „გაუთვალისწინებელი გარემოებებისგან წარმოქმნილი გართულებებით, რომლებიც გავლენას ახდენს ღონისძიების ლოჯისტიკაზე“. ეს სიტუაცია „არ ექვემდებარება არც არტისტის, არც პრომოუტერისა და არც საკონცერტო სივრცის კონტროლს“.

ეს კონცერტები ვარსკვლავის მექსიკურ სცენაზე დაბრუნების ნიშანი უნდა ყოფილიყო. „გვესმის, როგორ ელოდნენ ფანები ამ დღეს,” – ნათქვამია პრომოუტერის განცხადებაში. 

კომპანიამ განაცხადა, რომ მათ, ვინც ბილეთები ონლაინ, Ticketmaster Mexico-ს მეშვეობით შეიძინა, სრული თანხა ავტომატურად დაუბრუნდებათ, ხოლო ისინი, ვინც ბილეთები სალაროებში შეიძინა, თანხის დაბრუნებას უახლოეს დღეებში ადგილზევე შეძლებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ ლოპესი, 2025 წლის 4 სექტემბერი ლოს აჯელესი, კალიფორნია. Jesse Grant/Getty Images

ჯენიფერ ლოპესმა და დევიდ გეტამ ახალი ტრეკი –  Save Me Tonight გამოუშვეს

შემდეგი სტატია

Natia Todua & Band Live at 1984

ნათია თოდუას გამორჩეული მუსიკალური საღამო თბილისში – ბერლინიდან ჩამოსული ბენდი და ახალი ენერგია Jazz Club 1984-ის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

კოლუმბიის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული სკოლების აღსადგენად შაკირა 1.25 მილიონ დოლარს გამოყოფს

ჩოკოს რეგიონის სკოლების აღსადგენად მომღერალი Global Citizen-თან, Live Nation-სა და CAF-თან გაერთიანდა.
მეტი
ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი