Rolling Stone Rooftop Bar – ლეგენდარული ბრენდის მსოფლიოში პირველი რუფტოპ ბარი სტუმრებს მუსიკალურ საღამოებზე ეპატიჟება

გაეცანით Rolling Stone Rooftop Bar-ში დაგეგმილ კვირის მუსიკალურ ღონისძიებებს
Rolling Stone Rooftop Bar

თბილისის შუაგულში, Telegraph Hotel-ის თავზე, სტუმრებს განსაკუთრებული გარემო დახვდებათ – ეს არის Rolling Stone-ის Rooftop ბარი. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოში პირველი რუფტოპ ბარია, რომელიც ლეგენდარული ბრენდის სახელით ოპერირებს. ეს არის ადგილი მათთვის, ვისთვისაც გართობა და ხარისხიანი მუსიკა ერთმანეთთან განუყოფელ კავშირშია.

Rolling Stone Rooftop Bar სტუმრებს სთავაზობს პრემიუმ კლასის სერვისს, ქალაქის შთამბეჭდავ ხედებსა და მუსიკალურ ღონისძიებებს, რომლებიც თავისი მასშტაბით, შემსრულებლების შემადგენლობითა და ხარისხით ზუსტად პასუხობს ბრენდის გლობალურ კონცეფციას.

ამ კვირას მუსიკის მოყვარულებს განსაკუთრებული საღამოები ელით, რადგან სცენას ორი გამორჩეული არტისტი დაიკავებს. 13 მარტს მსმენელის განწყობაზე Hazy Pockets იზრუნებს. ჯოელ ისააკ ბლექი, რომელიც მუსიკალურ სამყაროში სწორედ ამ ფსევდონიმითაა ცნობილი, ბერლინური სცენის ერთ-ერთი საინტერესო ფიგურაა. 20 წელზე მეტია, ის მსმენელს თავისი სეტებით ისეთ განწყობას უქმნის, რომელიც იდეალურად ერგება რუფტოპის ატმოსფეროს.

მსმენელის წინაშე ასევე წარდგება Toma – ადგილობრივი არტისტი, რომელიც ელექტრონულ სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. დღეს ის საკუთარი ხელწერით ქმნის მუსიკას და Trance House-ისა და Melodic House-ის სინთეზით მსმენელს ავთენტურ ჟღერადობას სთავაზობს.

Rolling Stone Rooftop Bar

სტუმრობის სრულყოფილი გამოცდილების უზრუნველსაყოფად, Rolling Stone Rooftop Bar-ში მოქმედებს გარკვეული წესები. კარი 18:00 საათზე იხსნება, სტუმრებისთვის კი დაწესებულია ასაკობრივი ზღვარი – 25+. სივრცეში მოქმედებს დრესკოდი, ე.წ. Refined Appearance (დახვეწილი სტილი). შესვლა თავისუფალია და ვერიფიკაცია ხდება კარზე. კარი 01:30-ზე იკეტება, რის შემდეგაც სტუმრები სივრცეში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰილარი დაფმა განქორწინებაზე, Disney-სთან თანამშრომლობის უარყოფით მხარეებსა და დასთან უთანხმოებაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

ნუ მიეყრდნობით

„ნუ მიეყრდნობით“ –  ქართული ალტერნატიული სცენის ახალგაზრდა ხმა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი