ნახეთ: A$AP Rocky ახალი ნამუშევრის D.M.B. თიზერს ავრცელებს

ფოტო: Raymond Hall/GC Images

პოპულარული ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ მუსიკოსი, რაკიმ მეიერსი, სასცენო სახელით ASAP Rocky, ახალი ნამუშევრის D.M.B. თიზერს ავრცელებს. 19-წამიანი ვიდეო რეპერისა და მისი შეყვარებულის, ბარბადოსელი მომღერლის, რიანას კადრებისგან შედგება. იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი ჩანაწერის გარეკანზეც გვხვდება, ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ნამუშევარში მონაწილეობას მოწვეული არტისტის რანგში.

აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ეისეფ როქი ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმე 2021 წლის ნოემბერში მომხდარ სავარაუდო სროლის ფაქტს ეხება. მუსიკოსი 550 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სასამართლო სხდომა კი 17 აგვისტოს ჩაინიშნა.

ეისეფ როქიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. მუსიკოსის დისკოგრაფია კომერციულად წარმატებულ ალბომებს Long.Live.A$AP და At.Long.Last.A$AP მოიცავს, რომლებიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდნენ. 2018 წელს შემსრულებელმა დღეისათვის ბოლო, რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი Testing გამოუშვა, რომელიც ოქროს სტატუსის მფლობელია. სოლო კარიერის გარდა, რეპერი გაერთიანება ASAP Mob-ის ერთ-ერთი ლიდერია.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მუსიკოსები, რომლებსაც წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს King of Wishful Thinking ასრულებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

40 წლის იუბილეზე დრეიკმა ბავშვობის ფოტოები გააზიარა: „ისეთს გიღებ, როგორიც ხარ“

დაბადების დღე რეპერმა საოჯახო ფოტოალბომების დათვალიერებითა და Backstreet Boys-თან ერთად შესრულებული დუეტით აღნიშნა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი