ნახეთ: კელი კლარკსონი ჰიტს King of Wishful Thinking ასრულებს

ფოტო: NBC/Getty Images

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, ინგლისური დუეტის Go West ჰიტი King of Wishful Thinking შეასრულა. არტისტს სცენაზე თავისი ლაივ ბენდი Y’all და სასულე ინსტრუმენტების გუნდი ახლდა.

ნახეთ: კელი კლარკსონი ტონი ბრექსტონის ჰიტს Breathe Again ასრულებს

King of Wishful Thinking გაყიდვაში 1990 წელს ჩაეშვა. ის Go West-ის ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მერვე პოზიციაზე მოხვდა. ტრეკი აგრეთვე გამოყენებულია ფილმში Pretty Woman, რომელშიც მსახიობები, ჯულია რობერტსი და რიჩარდ გირი მონაწილეობენ. სიმღერა პოპ დუეტის 1992 წლის ალბომში Indian Summer შევიდა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: A$AP Rocky ახალი ნამუშევრის D.M.B. თიზერს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: Psy და Hwa Sa კლიპს Now ავრცელებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი