ალექს უორენი განმარტავს, თუ რა გახდა გრემის დაჯილდოებაზე შესრულების დროს მომხდარი შეცდომის მიზეზი

„გონებაში ცას ავხედე და ვთქვი: ‘ეს ასე არ უნდა მომხდარიყო.’”
ალექს უორენი
JACK DYTRYCH

ალექს უორენი საუკეთესო ახალი არტისტის ერთ-ერთი ნომინანტი იყო, რომელიც წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე სიმღერით წარდგა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ისტორიული გამოსვლა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც ტექნიკურმა პრობლემებმა მისი Hot 100-ის ლიდერი ჰიტის, Ordinary-ს შესრულებას ხელი შეუშალა. 

ახალ ინტერვიუში უორენი პირველად საუბრობს იმაზე, თუ რამ გამოიწვია სცენაზე მომხდარი შეცდომა. „ამაზე არასდროს მისაუბრია,” – ამბობს ექსკლუზიურ კლიპში, რომელიც „ბილბორდმა” გააზიარა.

„ეს შემზარავი იყო,” – განაგრძობს უორენი. „მთელი კვირის განმავლობაში რეპეტიციები გვქონდა და ყველაფერი იდეალურად იყო… იმ დღემდე. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა.”

მუსიკოსი იხსენებს, რომ სანამ ის ლეონ თომასსა და ლოლა იანგს შორის სცენაზე გავიდოდა, ყურში ყველაფერი გამოერთო. „მეუბნებოდნენ: ‘30 წამი’, მე კი ვიძახდი, რომ არაფერი მესმოდა, ჩემი ხმა არ მესმოდა,” – იხსენებს უორენი ალექს კუპერთან საუბარში. „ბიჭი მეუბნება: ‘ეს ლაივია – 25 წამი,’ მე კი ვპასუხობდი: ბიჭებო, რაღაც არასწორი ხდება.”

საბოლოო ჯამში, უორენის სცენაზე გასვლამდე გუნდმა ვერაფრის გამოსწორება შეძლო და მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ბედს დამორჩილებოდა. „გონებაში ცას ავხედე და ვთქვი: ‘ეს ასე არ უნდა მომხდარიყო’, მერე კი უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი: მიდი, ეს უნდა გავაკეთოთ.”

უორენის გარდა 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო არტისტის ყველა ნომინანტი უწყვეტი პროგრამით წარდგა: KATSEYE, ოლივია დინი, ედისონ რეი, sombr, ლოლა იანგი და The Marías, რის შემდეგაც ნომინაციის გამარჯვებულად ლოლა იანგი დასახელდა. როცა უორენის გამოსვლის ჯერი დადგა, კამერები მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. სცენაზე გასვლისას კი აშკარად ეტყობოდა, რომ უჭირდა, აკომპანემენტის ფონზე სიმღერაში თავისი ადგილი ეპოვა. საბოლოოდ, სიტუაციის გამოსწორება მან ყურსასმენის მოხსნით შეძლო.

მოგვიანებით უორენი ინციდენტს გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დამახინჯებულ და დაგვიანებულ ტრეკს უსმენს, რომელიც მას სცენაზე ყურში ესმოდა. „როცა გრემიზე გამოდიხარ და ყურებში ეს გესმის… ეს მხოლოდ მე უნდა დამმართნოდა,” – დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blackpink-ის ვარსკვლავი Dracula-ს ვირუსულ ტრენდში ჩაება

შემდეგი სტატია

Bzikebi - On Replay | Georgia

საქართველო ევროვიზია 2026-ზე – „ბზიკების” საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი