ბილი აილიში კინოდებიუტისთვის ემზადება – მომღერალი შესაძლოა, სილვია პლათის რომანის ადაპტაციაში მთავარ როლზე ვიხილოთ

ფილმი ოსკარისა და გრემის მფლობელი მომღერლისთვის მეორე სამსახიობო პროექტი იქნება.
ბილი აილიში Avatar: Fire and Ash-ის პრემიერაზე. 2025 წლის 1-ელი დეკემბერი. ჰოლივუდი, კალიფორნია.
JESSE GRANT/GETTY IMAGES FOR 20TH CENTURY STUDIOS

11 მარტს, გამოცემა The Insneider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აილიში სილვია პლათის რომანის – The Bell Jar-ის ეკრანიზაციაში მთავარ როლზე განიხილება და ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ფილმის რეჟისორი ოსკარის მფლობელი სარა პოლი იქნება. მოგვიანებით ეს ინფორმაცია გამოცემა Deadline-მაც დაადასტურა.

პროექტზე რეჟისორი Joy Gorman Wettels-თან, Plan B Entertainment-სა და StudioCanal-თან პარტნიორობით იმუშავებს. აშშ-ში ფილმის დისტრიბუტორი Focus Features იქნება.

რომანი ნახევრად ავტობიოგრაფიული ისტორიაა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც 1950-იანი წლების ნიუ-იორკში, ჟურნალში სტაჟირებისას, ფსიქიკურ აშლილობას ებრძვის. წიგნის გამოცემიდან ერთი თვის შემდეგ პლათმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

სარა პოლმა 2023 წელს ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო და ამ ეკრანიზაციისათვისაც ის თავად მოამზადებს სცენარს. აილიში მთავარი გმირის, ესთერ გრინვუდის როლზე განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს აილიშის პირველი კინოროლია, მას სამსახიობო გამოცდილება უკვე აქვს. 2023 წელს მომღერალმა მონაწილეობა მიიღო დონალდ გლოვერისა და ჯანინ ნეიბერსის სერიალში – Swarm. 

2023 წლის ინტერვიუში Variety-სთან, მომღერალმა აღნიშნა, რომ მსახიობობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა მუსიკალურ კარიერაში წარმატების ფონზე, ამ ოცნებაზე უარი თქვა, რადგან შიშობდა, რომ შესაძლოა არასაკმარისად ნიჭიერი ყოფილიყო.

„ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება, რომელზეც საუბარს ვერიდებოდი, რადგან მეგონა, რომ ძალიან ცუდი მსახიობი ვიყავი,” – თქვა აილიშმა ინტერვიუში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Bzikebi - On Replay | Georgia

საქართველო ევროვიზია 2026-ზე – „ბზიკების” საკონკურსო სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

შემდეგი სტატია

The Pogues-ის შეინ მაკგოუენი 2011 წლის 5 მარტი, ნიუ-იორკი ფოტო: Theo Wargo/Getty Images

ბრიუს სპრინგსტინი, ტომ უეიტსი და სხვა არტისტები შეინ მაკგოუენის ხსოვნას პატივს მიაგებენ ალბომით  20TH CENTURY PADDY

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი ლოპერის თქმით, მოდის და მუსიკის ინდუსტრიები შემოქმედ ადამიანებს მუდმივი წნეხის ქვეშ აქცევენ

ლეგენდარული მომღერალი და სიმღერების ავტორი სინდი ლოპერი ამბობს, რომ სურს, Bonhams-ის აუქციონზე გამოტანილმა მისმა კოლექციამ ადამიანები შთააგონოს და შეახსენოს ის დრო, როდესაც პოპვარსკვლავები და როკერები მოდის სფეროში მეტ რისკზე მიდიოდნენ.
მეტი

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევა არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი